დმანისის მუნიციპალიტეტი
ოფიციალური ვებგვერდი
0360 22 24 64
ცხელი ხაზი
სიახლეები

 

საზოგადოებრივი გაერთიანება „მოძრაობა კულტურული მემკვიდრეობისთვის“ აგრძელებს კამპანიას „მე დავრგე ხე“, რომლის ფარგლებშიც ორგანიზაციამ კომპანია „RMG Copper“-ის გარემოსდაცვით დეპარტამენტთან ერთად, რიგით მეოთხე ღონისძიება ჩაატარა და მადნეულის კარიერის ფუჭი ქა
03 ივნ 2026
 
საზოგადოებრივი გაერთიანება „მოძრაობა კულტურული მემკვიდრეობისთვის“ აგრძელებს კამპანიას „მე დავრგე ხე“, რომლის ფარგლებშიც ორგანიზაციამ კომპანია „RMG Copper“-ის გარემოსდაცვით დეპარტამენტთან ერთად, რიგით მეოთხე ღონისძიება ჩაატარა და მადნეულის კარიერის ფუჭი ქანების სანაყაროზე სპეციალურად შერჩეული სხვადასხვა ჯიშის 264 ხე დარგო.
აღნიშნული აქტივობა დმანისის საგანმანათლებლო რესურსცენტრისა და დმანისის საჯარო სკოლის მოსწავლეების აქტიური ჩართულობით განხორციელდა. ღონისძიებაში ასევე მონაწილეობა მიიღო საქართველოს პარლამენტის გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების კომიტეტის სამუშაო ჯგუფმა.
ღონისძიების მონაწილეებმა დაათვალიერეს დმანისის მუნიციპალიტეტში „RMG Gold“-ის აბულმუგის საბადოს გამოსატუტი მოედანი, მადნის სამსხვრევი ნაგებობა და სპეციალისტების დახმარებით ადგილზე გაეცნენ მათ მუშაობის პროცესს. გარდა ამისა, მიიღეს ამომწურავი ინფორმაცია ჰაერის დაბინძურების აღსაკვეთად უკვე ჩატარებული თუ მიმდინარე სამუშაოების შესახებ. სტუმრებმა მოინახულეს აბულმუგის ქიმიური გამწმენდი ნაგებობაც, სადაც ადგილზე გაეცნენ ე.წ. დრენირებული წყლების გაფილტვრის პროცესს, რაც მდინარე მაშავერას დაბინძურების რისკის აღმოფხვრას უზრუნველყოფს.
 
 
მნახველთა რაოდენობა: 2004
 
 
 
სიახლეები
 

    2026 ივლისი
    ორშსამოთხხუთპარშბკვ
    12345
    6789101112
    13141516171819
    20212223242526
    2728293031
     
    სიახლეები
    ივლ 09 ხუთ 2026
    629
    ივნ 24 ოთხ 2026
    621