დმანისის მუნიციპალიტეტი
ოფიციალური ვებგვერდი
0360 22 24 64
ცხელი ხაზი
სიახლეები

 

მარნეულის მუნიციპალიტეტში ნოვრუზ ბაირამისადმი მიძღვნილი ღონისძიება გაიმართა
21 მარ 2024
 

სახალხო დღესასწაულს საქართველოს პრემიერ-მინისტრი, ირაკლი კობახიძე, მინისტრთა კაბინეტისა და საქართველოს პარლამენტის წევრები, ქვემო ქართლში სახელმწიფო რწმუნებული, გიორგი დოხტურიშვილი, დმანისის მუნიციპალიტეტის მერი, კობა მურადაშვილი და ადგილობრივი ხელისუფლების სხვა წარმომადგენლები ესწრებოდნენ. კობა მურადაშვილმა, ცენტრალური და ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებთან ერთად, დღესასწაულთან დაკავშირებით მარნეულის ცენტრალურ ქუჩაზე მოწყობილი სივრცე დაათვალიერა, სადაც განთავსებული იყო ეთნოკუთხე, ხელნაკეთი ნივთების გამოფენა, ასევე გაიმართა სხვადასხვა სპორტული და კულტურული ღონისძიებები. ცენტრალური და ადგილობრივი ხელისუფლების წევრებმა სიმბოლურად კოცონიც აანთეს.

 
 
მნახველთა რაოდენობა: 527
 
 
 
სიახლეები
 

2024 აპრილი
ორშსამოთხხუთპარშბკვ
1234567
891011121314
15161718192021
22232425262728
2930
 
სიახლეები
აპრ 23 სამ 2024
99