დმანისის მუნიციპალიტეტის მერი, კობა მურადაშვილი პირველ მოადგილესთან, კახა პეტრიაშვილთან ერთად, დმანისის სერვის ჯგუფის თანამშრომლებს შეხვდა, ახალ ოფისში გადასვლა მიულოცა და სამომავლო გეგმებზე ისაუბრა.
სისუფთავეზე ზრუნვა დმანისის მუნიციპალიტეტის ერთ-ერთი პრიორიტეტია. ამ შრომატევად საქმეს სერვის ჯგუფის თანამშრომლები ემსახურებიან. ყოველდღიურ რეჟიმში ხდება ნარჩენების გატანა როგორც ქალაქის უბნებიდან, ისე სოფლებიდან. მუნიციპალიტეტის მოსახლეობას თანამედროვე სტანდარტებით აღჭურვილი ხუთი ნაგავმზიდი ემსახურება.