დმანისის მუნიციპალიტეტი
ოფიციალური ვებგვერდი
0360 22 24 64
ცხელი ხაზი
განცხადებები

 

"ბოლნისქალაქობა 2018"
30 სექ 2018
 

მიმდინარე წლის, 30 სექტემბერს, ქალაქ ბოლნისის ისტორიულ უბანში ,,ბოლნისქალაქობა 2018 " აღინიშნება.

14:00 ღონისძიების გახსნა

კულტურა - ქართული ხალხური სიმღერისა და საკრავების სახელმწიფო მუზეუმის ექსპონატთა გამოფენა; წიგნის „ბოვნისი, კატერინენფელდი, ლუქსემბურგი, ბოლნისი“ გამოფენა - ავტორი პეტრე დანელია; ბოლნისის მუნიციპალიტეტისა და ქვემო ქართლის მუნიციპალიტეტების ეთნოგრაფიული კუთხეები; სხვადასხვა სახეობის ქართული ღვინისა, სოფლის მეურნეობის პროდუქციისა და ქართული ნუგბარის დეგუსტაცია-გამოფენა-გაყიდვა; ბოლნისის მუნიციპალური თეატრის წარმოდგენა; ზ. ხუჯაძის სახელობის ბოლნისის მუნიციპალიტეტის სამუსიკო სკოლის ღია სივრცე; ბოლნისის კულტურის სახლთან არსებული შემოქმედებითი კოლექტივების ნამუშევართა გამოფენა და მცირე კონცერტები; ქუჩის თეატრის კოსტიუმირებული თეატრალური წარმოდგენა-კარნავალი; საბავშვო ატრაქციონები და სხვადასხვა ღონისძიებები.

სპორტი - ჭიდაობა, მკლავჭიდი, ჭადრაკი, კარატე.

ტრადიცია - ყურძნის საზეიმო დაწურვა საწნახელში.

18:00 საათზე ფოლკლორული მუსიკის კონცერტი

მოწვეულია საქართველოში მოღვაწე შემოქმედებითი ჯგუფები სხვადასხვა რეგიონიდან, სადაც წარმოჩინდება ქართული ტრადიციული მუსიკის მაღალმხატვრულობა დიალექტებისა და მუსიკალური ჟანრების მრავალფეროვნებების მიხედვით.

ანსამბლი „შუახევი“ - აჭარული ფოლკლორი შუახევიდან

ანსამბლი „შგარიდა“ - სვანური ფოლკლორი დმანისიდან

ანსამბლი „ძირიანი“ - რაჭული ფოლკლორი ონიდან

ანსამბლი „პატარა კახი“ - კახური ფოლკლორი თელავიდან

ანსამბლი „სათანაო“ - თუშური ფოლკლორი თბილისიდან

ანსამბლი „სახიობა“ - მეგრულ-იმერულ-გურული ფოლკლორი თბილისიდან

ანსამბლები „სიონი“, „ბოლნელა“ და „ორბელი“ - ქართლური ფოლკლორი ბოლნისიდან

ანსამბლი „Coro Fodom“ - იტალიური მუსიკა იტალიიდან (ლივინალონგო)

ბოლნისის საპატიო მოქალაქეების დაჯილდოვება.

20:00 „სუხიშვილები“

ქართული ნაციონალური ბალეტი „სუხიშვილები

დმანისის მუნიციპალიტეტი „ბოლნისქალქობის“ ფარგლებში დაგეგმილ ღონისძიებაზე, მრავალფეროვანი პავილიონით წარსდგება, სადაც გამოფენილი იქნება ეთნოგრაფიული მასალის, ბავშვთა შემოქმედებითი ხატვისა და რეწვის ნიმუშები.

საღამოს კონცერტში, რომელიც გაიმართება 18 სთ-ზე, მონაწილეობას მიიღებს ააიპ „ დმანისის კულტურისა და ხელოვნების ცენტრის„ ვაჟთა ფოლკლორული ანსამბლი „შგარიდა“

დმანისის მუნიციპალიტეტის მერია, ღონისძიებაზე დამსწრე მსურველთათვის უზრუნველყოფს უფასო ტრასპორტირებას.

ღონისძიებაზე დასწრების მსურველები დაგვიკავშირდით დღეს, 20 საათამდე, ნომრებზე:

599 85 66 94-სოფიკო ავალიანი.

598424943- თამარ ქალდანი

 
 
მნახველთა რაოდენობა: 2489
 
 
 
განცხადებები
აპრ 23 სამ 2024
707
 

    2024 მაისი
    ორშსამოთხხუთპარშბკვ
    12345
    6789101112
    13141516171819
    20212223242526
    2728293031
     
    სიახლეები
    აპრ 23 სამ 2024
    707