დმანისის განვითარების სტრატეგიისა და სამოქმედო გეგმის პროექტების საჯარო განხილვა
დმანისის მუნიციპალიტეტში მიმდინარეობს „დმანისის განვითარების 2026–2037 წლების სტრატეგიისა“ და მისი 2026–2037 წლების სამოქმედო გეგმის შემუშავება.
საზოგადოების ჩართულობისა და პროცესის გამჭვირვალობის უზრუნველყოფის მიზნით, საჯარო განხილვისთვის წარმოგიდგენთ სტრატეგიისა და სამოქმედო გეგმის პროექტებს. დამატებით, დაინტერესებული პირებისთვის ხელმისაწვდომია ინდიკატორების პასპორტის პროექტიც, როგორც ტექნიკური დოკუმენტი.
დაინტერესებულ პირებსა და ორგანიზაციებს შეუძლიათ დოკუმენტებთან დაკავშირებული შენიშვნებისა და წინადადებების წარმოდგენა არაუგვიანეს 2026 წლის 03 აგვისტოსი, შემდეგ ელექტრონულ მისამართზე: dmanisi.mun@dmanisi.gov.ge.
საჯარო განხილვის ფარგლებში გაიმართება შეხვედრა:
თარიღი: 2026 წლის 24 ივლისი
დრო: 15:00
ადგილი: ქ. დმანისი, წმინდა ნინოს ქ. N56, კულტურისა და ხელოვნების ცენტრის შენობა
საჯარო კონსულტაციის ფარგლებში მიღებული შენიშვნები და წინადადებები განიხილება დმანისის მუნიციპალიტეტის მიერ და, საჭიროების შესაბამისად, აისახება სტრატეგიისა და სამოქმედო გეგმის საბოლოო რედაქციებში.
დმანისის სტრატეგიული განვითარების გეგმა 2026-2037 წელი
მუნიციპალური განვითარების სტრატეგიების ინდიკატორების პასპორტი.

შექმენი ბიუჯეტი
ხელისუფლებასთან დაკავშირება
დამატებული პეტიციები
ბიუჯეტი
გამოკითხვა
გალერეა
ვიდეო
სტრატეგიული განვითარების გეგმა 








































