დმანისის მუნიციპალიტეტი უერთდება პროექტს "დავასუფთაოთ საქართველო" რომელიც იმართება "მსოფლიო დასუფთავების დღის" ფარგლებში!
დასუფთავების აქცია ჩატარდება შაბათს,15 სექტემბერს 12 საათზე.
აქციაში მონაწილეობას მიიღებენ დმანისის მუნიციპალიტეტის მერიისა და საკრებულოს თანამშრომლები,ასევე მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციული ერთეულების წარმომადგენლები.
იგეგმება 10 ჰექტარი ტერიტორიის დასუფთავება.
სურვილის შემთხვევაში აქციაში ჩართულნი იქნებიან მოხალისეები!
შეკრების ადგილი-დმანისის მუნიციპალიტეტის მერიის მიმდებარე ტერიტორია.