საქართველოს ინოვაციების და ტექნოლოგიების სააგენტო, კრეატიული განვითარების ცენტრთან ერთად, „ინტერნეტი განვითარებისთვის“ პროგრამის ფარგლებში, იწყებს პროექტს “ბიზნესის გაძლიერება საქართველოს რეგიონებში”. ერთი წლის განმავლობაში, საქართველოს 6 რეგიონში: კახეთი, შიდა ქართლი, ქვემო ქართლი, მცხეთა-მთიანეთი, სამცხე-ჯავახეთი, სამეგრელო, ჩატარდება ტრენინგები მიკრო, მცირე და საშუალო მეწარმეებისთვის ელექტრონულ წიგნიერებაში, რომელიც მოიცავს ელექტრონულ ბიზნესს, ელექტრონულ კომერციას და ელექტრონულ მმართველობას.
18 დეკემბერს, დმანისში, ორგანიზაცია "დმანისელების" ოფისში ჩატარდება შეხვედრა ადგილობრივ
მეწარმეებთან, სადაც მონაწილეები მიიღებენ ინფორმაციას კონკრეტული აქტივობების, ტრენინგების თემატიკის და კონტენტ-პაკეტების შესახებ, რომელსაც მონაწილეები პროექტის ფარგლებში მიიღებენ.