დმანისის მუნიციპალიტეტის თვითმმართველობის მიერ ინიცირებული "ტრანსპორტით მომსახურების 2019 წლის მუნიციპალური პროგრამა" გრძელდება! აღნიშნული პროგრამის ფარგლებში, მიმდინარე წლის 20 თებერვლიდან ქალაქ თბილისის მიმართულებით ტრანსპორტი ქალაქ დმანისის სადგურის ნაცვლად გავა მერიის მიმდებარე ტერიტორიიდან დილის 9:00 საათზე.
პროგრამა გულისხმობს, როგორც დმანისიდან თბილისის მიმართულებით, ასევე თბლისიდან დმანისის მიმართულებით უფასო ტრანსპორტირებას.
უფასო ტრასპორტირების პროგრამით სარგებლობა შეეძლებათ სტუდენტებს, ვეტერანებს, დიალიზით დაავადებულებსა და უსინათლოებს.
აღსანიშნავია, რომ აღნიშნული პროგრამით 2017 წელს, მთლიანი წლის განმავლობაში ისარგებლა დაახლოებით 467 - მა ბენეფიციარმა (მათ შორის სტუდენტი 326, ვეტერანი - 105 ; დიალეზი - 36. )
2018 წელს პროგრამაში მონაწილე ბენეფიცართა რიცხვი გაიზარდა თითქმის სამჯერ.
სტუდეტი - 1440; ვეტერანი - 200; დიალიზი - 76.