დასუფთავების აქცია დმანისის მუნიციპალიტეტში
მიმდინარე წლის 14 მარტს, 15:00- დან 18:00 საათამდე, დმანისის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე დაგეგმილია დასუფთავების აქციია.
აქცია მოიცავს ქ. დმანისის ცენტრალურ და მიმდებარე ქუჩებს, ასევე მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციული ერთეულების სოფლებს.
აქციაში ჩაერთვებიან დმანისის მუნიციპალიტეტის მერიის, საკრებულოს, ააიპ-იებისა და საჯარო სკოლების თანამშრომლები, სურვილისამებრ ადგილობრივი მაცხოვრებლები.
Ø