„ანიმაციის განვითარების ფონდი“ 2019 წლის 5-6 ივნისს ქალაქ დმანისში ატარებს ანიმაციური ფილმების მე -11 საერთაშორისო ფესტივალს „თოფუზი“. ფესტივალი გასართობ-შემეცნებითი ხასიათისაა და რეგიონებში მოიცავს ორ დღეს: პირველ დღეს, 5ივნისს, 13:00-16:00 საათამდე მოეწყობა ვორქშოპი „ანიმაცია ურთიერთობის მხატვრული ფორმაა“, სადაც ხატვის ნიჭით დაჯილდოებული მოზარდები გაეცნობიან ანიმაციის წარმოების პროცესს და პროფესიონალ ანიმატორებთან ერთად შექმნიან მოკლემეტრაჟიან ანიმაციურ ფილმს, რომელიც მონაწილეობას მიიღებს ქალაქ ბათუმის ანიმაციური ფილმების საერთაშორისო ფესტივალში „თოფუზი“ საკონკურსო პროგრამაში „ბავშვების მიერ შექმნილი საუკეთესო ანიმაციური ფილმი“. ფესტივალის მეორე დღეს, 6 ივნისს 12:00-15:00 საათამდე მოეწყობა კინოჩვენებები. ანიმაციური გმირების კოსტუმებში გამოწყობილი მსახიობები ბავშვებთან ერთად მოაწყობენ ქუჩის თეატრალიზებულ მსვლელობას ე.წ. „ბარაბან-შოუს“.
სიახლეები
ოქტ 23 ოთხ 2024
306
ოქტ 10 ხუთ 2024
734
ოქტ 08 სამ 2024
648
ოქტ 01 სამ 2024
665