გარემოს ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით საქართველოში ჰაერის ტემპერატურა მკვეთრად დაიკლებს.
სინოპტიკოსების პროგნოზით, საქართველოს ტერიტორიაზე ყინვა გაძლიერდება. მოსალოდნელია ნალექი თოვლის სახით.
რაც შეეხება აღმოსავლეთ საქართველოს, აქაც ზოგიერთ მუნიციპალიტეტში მოსალოდნელია ნალექი, უმეტესად თოვლის სახით. 21-22-23 იანვარს იქროლებს დასავლეთის ძლიერი ქარი.