1 ივნისს, ბავშვთა დაცვის საერთაშორისო დღეს ააიპ დმანისის კულტურისა და ხელოვნების ცენტრის დარბაზი მოირთვება სადღესასწაულოდ.
12 საათზე სკვერის მიმდებარე ტერიტორიაზე ბავშვები მოხატავენ ფილაქანს.
12 საათსა და 30 წუთზე ბავშვები, მშობლები, პედაგოგები და დამსწრე საზოდადოება გადაინაცვლებენ კულტურისა და ხელოვნების ცენტრის დარბაზში, სადაც დაიწყება ზეიმი.
დმანისის მუნიციპალიტეტში არსებული ყველა სკოლამდელი აღზრდის დაწესებულება (რვა) ჩაერთვება ზეიმში და წარმოადგენს ინდივიდუალურ მინი კონცერტს.
პროგრამები მრავალფეროვანია: ერთმანეთს ენაცვლება ლექსი, სიმღერა და ცეკვა.
ამ დღეს სასკოლო ასაკის აღსაზრდელები გამოემშვიდობებიან კერას, რომელმაც მათ ნიადაგი მოუმზადა სკოლაში გასამგზავრებლად.
ბავშვებს ამ ლმაზ დღეს მიულოცავენ ააიპ დმანისის კულტურისა და ხელოვნების ცენტრის საესტრადო სტუდიის აღსაზრდელები.