20 ივნისს ქალაქ დმანისის N1 საბავშვო ბაღი სასკოლო ასაკის ბავშვებს საზეიმო ღონისძიებითგააცილებს .
პროგრამა მრავალფეროვანია. ბავშვები თავისი შემოქმედებით წარსდგებიან მშობლებისა და დამსწრე საზოგადოების წინაშე. სასკოლო ასაკის ბავშვები აქტიურად იქნებიან ამ ღონისძიებაში ჩართულნი და ამით დაემშვიდობებიან მშობლიურ ბაღს.
ღონისძიება გაიმართება 20 ივნისს 12:00 -საათზე ააიპ ,,დმანისის კულტურისა და ხელოვნების ცენტრის“ საკონცერტო დარბაზი.
ღონისძიებას დაესწრებიან დმანისის მუნიციპალიტეტის ხელმძღვანელი პირები, ასევე განათლების კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამსახურის თანამშრომლები.