10 ნოემბერს 18:00 საათზე ა(აიპ) დმანისის კულტურისა და ხელოვნების ცენტრის დარბაზში ილია ჭავჭავაძის 180 წლის იუბილისადმი მიძღვნილი სპექტაკლი ,,საუკუნის მკვლელობა" გაიმართება. დასწრება თავისუფალია.
ავტორი და დამდგმელი რეჟისორი: გიორგი სავანელი.
სპექტაკლის მოქმედების არეალი მოიცავს ილია ჭავჭავაძის განვლილ გზას, პეტერბურგის უნივერსიტეტიდან დაბრუნების შემდეგ სიცოცხლის ბოლო წუთამდე. წარმოდგენაში, თქვენს თვალწინ გაცოცხლდება მე-19 საუკუნის ბოლო ნახევრის და მე-20 საუკუნის დასაწყისის საზოგადოებრივ-პოლიტიკური მოვლენები და ყველა ის მნიშვნელოვანი პიროვნება, რომელიც იმ ეპოქაში მოღვაწეობდა.
გ ა მ ო ფ ე ნ ა
,,ილია ჭავჭავაძე სახვით ხელოვნებაში“
ექსპოზიცია მოიცავს, ბოლო 20 წლის მანძილზე შექმნილი, ილია ჭავჭავაძის პორტრეტების, ფიგურატიული ქანდაკებების და ხატწერის ნიმუშებს.