ქალაქ დმანისის ა(ა)იპ კულტურის და ხელოვნების ცენტრის საკონცერტო დარბაზში, დმანისის მუნიციპალიტეტის მხარდაჭერით ჩატარდება ქორეოგრაფ გივი (გია) ტატიშვილის ხსოვნის საღამო , რომელშიც მონაწილეობას მიიღებს, ღონისძიების ორგანიზატორი, ქორეოგრაფიული ანსამბლი ,,მართვე“.
გივი (გია) ტატიშვილის მოღვაწეობის შესახებ ისაუბრებენ მისი მეგობრები, მოსწავლეები, მშობლები და მოწვეული სტუმრები ქორეოგრაფიული კავშირიდან.
,,მართვეს“ მიერ წარმოდგენილი იქნება ქართული ხალხური ცეკვები:
დავლურქართული;
მიპატიჟება;
კავკასიური;
კახური;
სინდი;
მთიულური;
ყაზბეგური;
აჭარული;
აფხაზური.
ღონისძიებაში მონაწილეობას მიიღებს ასევე ეკლესიის მგალობელთა გუნდი.
ღონისძიებას ტექნიკურად უზრუნველყოფს დმანისი ა(ა)იპ კულტურისა და ხელოვნების ცენტრი.