დმანისის მუნიციპალიტეტი
ოფიციალური ვებგვერდი
0360 22 24 64
ცხელი ხაზი
განცხადებები

 

დონორთა აქცია - „გაიღე სისხლი, გადაარჩინე სიცოცხლე“
18 აპრ 2018
 

ადგილობრივი თვითმმართველობისა და „ჰემატოლოგიისა და ტრანსფუზიოლოგიის ინსტიტუტის“ ერთობლივი ძალისხმევით დმანისში უანარო დონორთა აქცია - ,,გაიღე სისხლი, გადაარჩინე სიცოცხლე" გაიმართება.

უანგარო დონორთა აქციაში ჩართვის მზადყოფნის გამოთქმის შემთხვევაში, დონაციის განხორციელების მიზნით გთხოვთ გამოცხადდეთ ხვალ 19 აპრილს დმანისის სასწრაფო დახმარების შენობაში 11:00 საათზე.

აქციაში მონაწილე თითოეულ წევრს ჩაუტარდებათ კვლევები. კვლევები საკმაოდ ძვირადღირებულია, ამიტომ წამახალისებელია ის ფაქტი, რომ ყველა დონორს უბრუნდება ანალიზების პასუხები (კონფიდენციალურად, დალუქულ კონვერტში) ჰემოგლობინისა და საერთო სისხლის ანალიზის გარდა კვლევები ტარდება ვირუსებზე (შიდსი, სიფილისი, A ჰეპატიტი, B ჰეპატიტი, C ჰეპატიტი), ასევე ხდება რეზუს და ჯგუფის დადგენა. აქციაში მონაწილე თითოეულ პირს ინსტიტუტის სახელით გადაეცემა "მადლობის სიგელი".

 
 
მნახველთა რაოდენობა: 2579
 
 
 
განცხადებები
აპრ 23 სამ 2024
3180
 

2024 ნოემბერი
ორშსამოთხხუთპარშბკვ
123
45678910
11121314151617
18192021222324
252627282930
 
სიახლეები