„ანიმაციის განვითარების ფონდი“ 2018 წლის 21-22 მაისს ქ.დმანისში ატარებს ანიმაციური ფილმების მე-10 საერთაშორისო ფესტივალს „თოფუზი“. ფესტივალი გასართობ-შემეცნებითი ხასიათისაა და რეგიონებში მოიცავს ორ დღეს:
პირველ დღეს 21 მაისს 13:00 -16:00 საათამდე მოეწყობა ვორქშოპი „ანიმაცია ურთიერთობის
მხატვრული ფორმაა“, სადაც ხატვის ნიჭით დაჯილდოებული მოზარდები გაეცნობიან ანიმაციის წარმოების პროცესს და პროფესიონალ ანიმატორებთან ერთად შექმნიან მოკლემეტრაჟიან ანიმაციურ ფილმს, რომელიც მონაწილეობას მიიღებს ქ.ბათუმის ანიმაციური ფილმების საერთაშორისო ფესტივალში „თოფუზი“საკონკურსო პროგრამაში „ბავშვების მიერ შექმნილი საუკეთესო ანიმაციური ფილმი“.
ფესტივალის მეორე დღეს 22 მაისი 13:00-15:00 მოეწყობა კინოჩვენებები. ანიმაციური გმირების კოსტუმებში გამოწყობილი მსახიობები ბავშვებთან ერთად მოაწყობენ ქუჩის თეატრალიზებულ მსვლელობას ე.წ. „ბარაბან-შოუს“. ბავშვებისთვის კინოჩვენებამდე გაიმართება წამახალისებელი ვიქტორინა თემაზე „ქართული ანიმაციის ისტორია“. გამარჯვებული საჩუქრად მიიღებს ანიმაციური ფილმების DVD დისკებს. ფესტივალის დასასრულისთვის ნაჩვენები იქნება ვორქშოპზე შექმნილი 1 წუთიანი ანიმაციური ფილმი, რომელსაც მაყურებელს თავად ავტორები წარუდგენენ.
განცხადებები
ანიმაციური ფილმების ფესტივალი "თოფუზი"
18 მაი 2018
მნახველთა რაოდენობა: 2961
სიახლეები
ოქტ 23 ოთხ 2024
342
ოქტ 10 ხუთ 2024
761
ოქტ 08 სამ 2024
672
ოქტ 01 სამ 2024
690