პიროვნული განვითარების პროგრამა - სამსახურის ძიების ეფექტური გზები, CV და სამოტივაციო წერილის შედგენის ტექნიკები და წარმატებული გასაუბრებისთვის საჭირო უნარ-ჩვევები.
პროექტის ,,ქალთა ეკონომიკური გაძლიერების ხელშეწყობა ქვემო ქართლის რეგიონის ეკონომიკური განვითარების მხარდაჭერის მიზნით’’ ფარგლებში დაგემილია პიროვნული განვითარების პროგრამა ქვემო ქართლის რეგიონში მცხოვრები ქალებისათვის - ტრეინინგი სამსახურის ძიების ეფექტური გზების, CV და სამოტივაციო წერილის შედგენის ტექნიკებისა და წარმატებული გასაუბრებისთვის საჭირო უნარ-ჩვევების განვითარებისათვის.
ტრენინგის თემატიკა:
- CV – ს შედგენა;
- სამოტივაციო წერილის წერა;
- ვაკანსიის ძიების გზები კერძო და საჯარო სექტორში;
- გასაუბრების ეტიკეტი;
- ეფექტური თვითპრეზენტაცია, ვერბალური და არავერბალური კომუნიკაცია.
ტრეინინგი ჩატარდება ორ ნაკადად:
- 2018 წლის 26-27 მაისს
- 2018 წლის 9-10 ივნისს
რეგისტრაცია შესაძლებელია შემდეგი ბმულის საშუალებით:
https://docs.google.com/…/12otoNJ4I5WkFdN3YiWCpwRmQmHG2l8Oc…
რეგისტრაციისას მიუთითოთ აუცილებელია მიუთითოთ თქვენთვის სასურველი დრო.
ღონისძიება ჩატარდება ქ. რუსთავში, რუსთავის საერთაშორისო სკაუტურ ცენტრში http://iscr.ge/.
პროგრამაში მონაწილეობა უფასოა. მონაწილეობასთან დაკავშირებულ განთავსების, კვებისა და მგზავრობის ხარჯებს დაფარავს ორგანიზატორი მხარე.