შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში საქართველოს სახელმწიფო მინისტრის აპარატი ფინანსთა სამინისტროს აკადემიასთან თანამშრომლობით და ქვემო ქართლის გუბერნატორის ადმინისტრაციის მხარდაჭერით აცხადებს კონკურსს ქვემო ქართლში მცხოვრები ქალებისთვის სასწავლო/ტრენინგკურსში „მეწარმეობის პრაქტიკული კურსი - როგორ დავიწყოთ და განვავითაროთ ბიზნესი“ მონაწილეობის მისაღებად. სასწავლო კურსის მიზანია მეწარმეობის შესახებ თეორიული ცოდნის ამაღლება და ბიზნესის წარმოების პრაქტიკული უნარების გაძლიერება.
ტრენინგში მონაწილეობის მიღება შეუძლიათ:
- ქვემო ქართლში მცხოვრებ ქალებს 18 წლის ზემოთ
- ვისაც სურს ბიზნესის დაწყება
- ვისაც აქვს უნარი და მოტივაცია მართოს ბიზნესი
სასწავლო/სატრენინგო კურსი მოიცავს ინტერაქტიულ ლექციებს, პრაქტიკულ დავალებებს, მათ შორის, პრეზენტაციის მომზადებას/წარდგენას.
ტრენინგ კურსის თემებია :
- ახალი ბიზნესიდეის ჩამოყალიბება
- ბაზრის ანალიზი და სფეროების მიხედვით დაყოფა
- პიროვნებები და გუნდები
- მინიმალური სიცოცხლისუნარიანი პროდუქტის დაგეგმვა
- ბიზნეს მოდელირება
- კომერციალიზაციის სტრატეგიის შემუშავება
- ფინანსური დოკუმენტებისა და დაფინანსების წყაროების დაგეგმვა
- საინვესტიციო პრეზენტაციის მომზადება
ტრენინგ კურსის ფორმატი ითვალისწინებს მონაწილეთა შეფასებას. კურსის ბოლოს გაიცემა სხვადასხვა კატეგორიის სერტიფიკატი. სერტიფიკატის ტიპი დამოკიდებულია მსმენელის დასწრებაზე, შუალედურ შეფასებებსა და საბოლოო პრეზენტაციაზე.
კურსის ხანგრძლივობა: 27 საათი.
პერიოდი: 2 ივნისი.
სასწავლო დღეები: შაბათი-კვირა.
ტრენინგის ხანგრძლივობა: 4,5 საათი.
ტრენინგის სამუშაო ენა არის ქართული.
კურსში მსმენელების რაოდენობა: 16.
ადგილი: ფინანსთა სამინისტროს აკადემია, თბილისი, გორგასლის ქ. 10.
კურსში მონაწილეობა არის უფასო.
შერჩეული მონაწილეების ტრანსპორტირება განხორციელდება ქვემო ქართლის გუბერნატორის ადმინისტრაციის მხარდაჭერით.