საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს ახალგაზრდობის პოლიტიკის მართვის დეპარტამენტი, მოხალისეობის განვითარების პროგრამის – “საქართველოს მოხალისეს” ფარგლებში, მიმდინარე წლის 6 ივნისიდან 3 ივლისის ჩათვლით აცხადებს კონკურსს ქ. თბილისიდან და საქართველოს 10 რეგიონის 64 მუნიციპალიტეტიდან 16-დან 25 წლამდე მოხალისეების შერჩევის მიზნით (თითო მუნიციპალიტეტიდან შეირჩევა 2 მოხალისე).
პროგრამის მიზანია მოხალისეობის ინსტიტუტის გაძლიერება, მოხალისეთა ერთიანი ქსელის განვითარება საქართველოს მასშტაბით, მოხალისეობის გზით ახალგაზრდებში სამოქალაქო ცნობიერების ამაღლება, მოხალისეობით დაინტერესებული ახალგაზრდების რაოდენობის გაზრდა, საზოგადოების საკეთილდღეოდ, საკუთარი ნების საფუძველზე უანგარო შრომის იდეის პოპულარიზაცია, მოხალისეთა მიერ გაწეული შრომის წახალისება,
კონკურსის პირველი ეტაპი
კონკურსის პირველ ეტაპზე, პროგრამაში მონაწილეობის მსურველმა ახალგაზრდებმა, მიმდინარე წლის 5 ივნისიდან 3 ივლისის ჩათვლით რეგიონების მიხედვით უნდა შეავსონ სააპლიკაციო ფორმა, რომელიც განთავსებულია ვებგვერდზე http://youth.indygo.ge/ კონკურსის მეორე ეტაპზე გადავლენ სააპლიკაციო ფორმების საფუძველზე შერჩეული კანდიდატები.
კონკურსის მეორე ეტაპი
კონკურსის მეორე ეტაპზე გადასულ კანდიდატებთან მოხდება გასაუბრება. შერჩევაში მონაწილეობას მიიღებენ სამინისტროს მიერ შერჩეული პროგრამის საკოორდინაციო არასამთავრობო ორგანიზაციები, რის შედეგადაც თითოეულ მუნიციპალიტეტში გამოვლინდება 2 გამარჯვებული.
შერჩევისას გათვალისწინებული იქნება შემდეგი ფაქტორები
• ასაკი 16 დან - 25 წლამდე;
• მოტივაცია და კომუნიკაბელურობა;
• გუნდური მუშაობის უნარ-ჩვევები;
• საზოგადოებრივი და სამოქალაქო აქტიურობა;
• მოხალისეობა და მოხალისეების რეკრუტირება;
• კომუნიკაციის და პრეზენტაციის უნარ-ჩვევები;
• საჯარო ინსტიტუტებთან ურთიერთობის ფორმები;
• პროექტების წერა და ფონდების მოზიდვა;
• და მოხალისეობის განხორციელებასთან დაკავშირებული სხვა საკითხები.
ტრენინგ-სემინარის დასრულებისას თითოეულ მოხალისეს გადაეცემა ტრენინგ-სემინარის გავლის დამადასტურებელი სერტიფიკატი და წლის ბოლომდე მიენიჭება „საქართველოს მოხალისის“ სტატუსი.
პროგრამის ფარგლებში შერჩეული მოხალისეები 2018 წლის ბოლომდე საკუთარი თავისუფალი დროის, ცოდნისა და უნარების გამოყენებით, თავიანთ წვლილს შეიტანენ საზოგადოებისათვის სასარგებლო საქმიანობის განხორციელებაში და ადგილობრივი მუნიციპალიტეტის საჭიროებიდან და თავისებურებებიდან გამომდინარე ქ. თბილისში და რეგიონებში განახორციელებენ ისეთ ინიციატივებს როგორიცაა: მოხალისეთა კლუბების შექმნა, გარემოსდაცვითი ღონისძიებები, საქველმოქმედო საქმიანობა - სხვადასხვა საჭიროების მქონე ადამიანების დახმარება, სოციალური საქმიანობა, ფილმების ჩვენება, უცხო ენების კურსების გამართვა, ცხოვრების ჯანსაღი წესის პოპულარიზაცია (სპორტული შეჯიბრებები, მარათონები), შშმ ბავშვების საზოგადოებაში ინტეგრაცია, ღირსშესანიშნავი თარიღების აღნიშვნა, შემოქმედებითი საღამოების გამართვა, ცნობილ ადამიანებთან შეხვედრები და სხვა.
პროგრამაში მონაწილე მოხალისეებს საშუალება ექნებათ:
• გაიარონ 5 დღიანი ტრენინგ-სემინარი სრულიად უფასოდ;
• მონაწილეობა მიიღონ სამინისტროს ეგიდით გამართულ სხვადასხვა ტიპის ღონისძიებებში;
• ჩაერთონ საერთაშორისო მოხალისეობრივ პროექტებში (European Voluntary Service);
• გამოვლინდნენ და დაჯილდოვდნენ წლის საუკეთესო მოხალისეები.
დამატებითი ინფორმაციის მიღება შესაძლებელია პროგრამის კოორდინატორთან - განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს ახალგაზრდობის პოლიტიკის მართვის დეპარტამენტის ახალგაზრდული პროგრამების სამმართველოს მეორე კატეგორიის უფროსი სპეციალისტი - ანა ხაბარელი ტელ: 599428244; E-mail: akhabareli@mes.gov.ge