26 ივნისს 11:00 საათზე ააიპ დმანისის კულტურისა და ხელოვნების ცენტრის დარბაზში გაიმართება ქვემო ქართლის რიგით მეხუთე ტრადიციული ღია პირველობა კიკბოქსინგში.
ტურნირში მონაწილეობას მიიღებენ:
ქუთაისის კლუბი "არწივი", გორისა და კასპის სპორტული სკოლების კიკბოქსინგის ჯგუფები, მარნეულისა და ბოლნისის სპორტული სკოლების ჯგუფები, დუშეთის კიკბოქსინგის ჯგუფი, ტურნირში ასევე მიიღებენ მონაწილეობას მოწვეული გუნდები აზერბაიჯანიდან და სომხეთიდან.
ღონისძიებას გახსნის დმანისის მუნიციპალიტეტის მერი გიორგი ტატუაშვილი.
ტურნირს დაესწრებიან: საქართველოს კიკბოქსინგის ფედერაციის პრეზიდენტი ლაშა ტურაშვილი, დმანისის მუნიციპალიტეტის თვითმმართველობის თანამშრომლები და დაინტერესებული საზოგადოება.