დმანისის მუნიციპალიტეტი
ოფიციალური ვებგვერდი
0360 22 24 64
ცხელი ხაზი
2019-07-01

იწყება დმანისის მუნიციპალური ტურნირი ფრენბურთში. მონაწილეთა ასაკი განისაზღვრება 16 წლიდან ზევით.

მატჩის ოქმში არაუმეტეს 12 მოთამაშის შეყვანა არის შესაძლებელი. განაცხადების მიიღება შესაძლებელია დმანისის მუნიციპალიტეტის მერიის განათლების, კულტურის, სპორტისა და ახაგაზრდობის საქმეთა სამსახურში მიმდინარე წლის 12 ივლისამდე.

ვრცლად
2019-06-26

დმანისის  მუნიციპალიტეტის  საკრებულოს  2019  წლის  25 ივნისს  12  საათზე მოწვეული  სხდომის  დღის  წესრიგი

ვრცლად
2019-06-13

საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტრომ ზრდასრულთა განათლების სისტემის განვითარება დაიწყო. აღნიშნული ინიციატივის მიზანია, ზრდასრული მოსახლეობის უნარების განახლება, კომპეტენციების განვითარება მოკლევადიანი პროფესიული მომზადება-გადამზადების პროგრამების შეთავაზებით. სწავლა, პრიორიტეტულ მიმართულებებზე, სრულად დაფინანსებულია სახელმწიფოს მიერ. პროგრამის დასრულების შემდეგ მსმენელები მიიღებენ სახელმწიფოს მიერ აღიარებული სერთიფიკატს.

მოკლევადიანი მომზადება-გადამზადების პროგრამის განმახორციელებელი, საგანმანათლებლო დაწესებულების გარდა, შესაძლოა გახდეს ის კერძო სამართლის იურიდიული პირი, რომელიც დააკმაყოფილებს დადგენილ სტანდარტებს. უფლების მოპოვების შემდეგ, ორგანიზაცია უფლებამოსილია მიიღოს სახელმწიფო დაფინანსება განსაზღვრულ პრიორიტეტულ დარგებში. 

პროგრამის განხორციელების უფლების მოპოვების, სტანდარტების, პროგრამის შემუშავების, მსმენელთა ჩარიცხვის, პრიორიტეტული სექტორებისა და სხვა საჭირო რეგულაციების შესახებ, ინფორმაციის მისაღებად, იხილეთ:

პროფესიული მომზადების პროგრამისა და პროფესიული გადამზადების პროგრამის განხორციელების უფლების მოპოვებისა და სახელმწიფოს მიერ აღიარებულად ჩათვლის წესისა და პირობების დამტკიცების თაობაზე საქართველოს მთავრობის 2019 წლის 15 მარტის N131 დადგენილება

პროფესიული მომზადების პროგრამისა და პროფესიული გადამზადების პროგრამის შემუშავებისა და დამტკიცების წესის განსაზღვრის თაობაზე საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრის 2019 წლის 26 მარტის N59/ნ ბრძანება

პროფესიული მომზადების პროგრამაზე და პროფესიული გადამზადების პროგრამაზე ჩარიცხვის წესის და პირობების დამტკიცების შესახებ საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრის 2019 წლის 10 აპრილის N71/ნ ბრძანება

პროფესიული მომზადების პროგრამისა და პროფესიული გადამზადების პროგრამის განხორციელების უფლების მოპოვების საფასურის განსაზღვრის თაობაზე საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრის 2019 წლის 2 აპრილის N67/ნ ბრძანება

პროფესიული მომზადების პროგრამისა და პროფესიული გადამზადების პროგრამის დაფინანსების მიღების მიზნით საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროში წარმოსადგენი განაცხადის (პროგრამული / ფინანსური) ფორმა

პროფესიული მომზადებისა და პროფესიული გადამზადების პროგრამების დაფინანსების მიზნით 2019 წლის პრიორიტეტების განსაზღვრის თაობაზე საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრის 2019 წლის 19 აპრილის N498 ბრძანება

მოკლევადიან მომზადება-გადამზადების კურსებზე მიმდინარე რეგისტრაციების, პროგრამების შინაარსის, განმახორციელებელი ორგანიზაციების და პარტნიორების შესახებ მონაცემები განთავსებულია ვებ გვერდზე www.vet.emis.ge

დამატებითი ინფორმაცია ხელმისწვდომია სამინისტროს ცხელ ხაზზე: 2 200 220

ვრცლად

16 ივნისს სოფელ გომარეთში სახალხო ზეიმი "გომარეთობა" წელსაც საზეიმო ვითარებაში აღინიშნება.
"გომარეთობა" ყოველთვის მართლმადიდებლური დღესასწაულის ,,სულთმოფენობის” დღეს აღინიშნება. სოფელი გომარეთი ქვემო ქართლის რეგიონის ერთი-ერთი უძველესი ქართული სოფელია, რომელიც ქართული ეკლესია-მონასტრების სიმრავლით გამოირჩევა
აღსანიშნავია, რომ გომარეთობა უკვე მე-11 - ე წელია არქიმანდრიტ დიონისე გვიმრაძის ინიციატივით აღინიშნება.

12.30 სთ - ,ყეენობა“. მოწვეული სტუმრების დახვედრა სოფლის შემოსასვლელში და ,,ყეენობის“ ინსცენირებით სვლა სოფლის ცენტრისკენ.
13.30 სთ - დოღი .
13.00 სთ - სოფლის ცენტრში გაიმართება სპორტული შეჯიბრებები: 
1. ქართული ჭიდაობა.
2. ,,ლახტი“ 
3. ჭადრაკი 
სპორტულ ღონისძიებებში გამარჯვებულებს გადაეცემათ პრიზები.
,,გემრიელი და მარჯვე ხელები“- წარმოდგენილი იქნება ქართული ტრადიციული სამზარეულოდან კერძები, კულინარიული ნაწარმი და ყველის სახეობები.

14.30 საათზე გომარეთის კულტურის სახლში გაიმართება კონცერტი.

სახალხო დღესასწაულს ადგილობრივ მცხოვრებლებს პირადად მიულოცავს დმანისის მუნიციპალიტეტის მერი გიორგი ტატუაშვილი, სასულიერო პირები, ცენტრალური და ადგილობრივი ხელისუფლების სხვა წარმომადგენლები.

ღონისძიების დასასრულს საპატიო გომარეთელები სიმბოლური საჩუქრებით დაჯილდოვდებიან.

ვრცლად
2019-06-03

მიმდინარე წლის 10 ივნისს, დმანისის მუნიციპალიტეტში გაიმართება შუქრი ჩხეტიანის სახელობის ტურნირი მინი-ფეხბურთში.
მსურველები გთხოვთ მობრძანდეთ მერიის განთლების, კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა სამსახურში და წარმოადგინოთ განაცხადი. განაცხადების მიღება მთავრდება 2019 წლის 8 ივნისს. საკონტაქტო პირი: ზურაბ ოქრიაშვილი ტელ: 599- 95-72-99.

ვრცლად
2019-05-31

„ანიმაციის განვითარების ფონდი“ 2019 წლის 5-6 ივნისს ქალაქ დმანისში ატარებს ანიმაციური ფილმების მე -11 საერთაშორისო ფესტივალს „თოფუზი“. ფესტივალი გასართობ-შემეცნებითი ხასიათისაა და რეგიონებში მოიცავს ორ დღეს: პირველ დღეს, 5ივნისს, 13:00-16:00 საათამდე მოეწყობა ვორქშოპი „ანიმაცია ურთიერთობის მხატვრული ფორმაა“, სადაც ხატვის ნიჭით დაჯილდოებული მოზარდები გაეცნობიან ანიმაციის წარმოების პროცესს და პროფესიონალ ანიმატორებთან ერთად შექმნიან მოკლემეტრაჟიან ანიმაციურ ფილმს, რომელიც მონაწილეობას მიიღებს ქალაქ ბათუმის ანიმაციური ფილმების საერთაშორისო ფესტივალში „თოფუზი“ საკონკურსო პროგრამაში „ბავშვების მიერ შექმნილი საუკეთესო ანიმაციური ფილმი“. ფესტივალის მეორე დღეს, 6 ივნისს 12:00-15:00 საათამდე მოეწყობა კინოჩვენებები. ანიმაციური გმირების კოსტუმებში გამოწყობილი მსახიობები ბავშვებთან ერთად მოაწყობენ ქუჩის თეატრალიზებულ მსვლელობას ე.წ. „ბარაბან-შოუს“.

ვრცლად
2019-05-26

26 მაისს 12 საათზე , ქ.დმანისის ცენტრალურ სკვერში  საქართველოს დამოუკიდებლოიბისადმი მიძღნილი კონცერტი გაიმართება. სკვერი შესაბამისად მოირთვება საქართველოს ეროვნული დროშებით ,ბუშტებით -თეთრ და წითელ ფერებში,ალმებით . 

მოეწყობა ააიპ დმანისის კულტურის და ხელოვნების ცენტრის ხატვის   რეწვის  სტუდიების ბავშთა ნამუშევრების გამოფენ, გაიმართება ააიპ  საბიბლიოთეკო სამსახურის ძველი(ძველი გამოცემები) და ახალი წიგნების (ახალი გამოცემები) გამოფენა.

გამოიფინება ეთნოგრაფიული მასალა  და  გაკეთდება ცოცხალი ყვავილების  კუთხე.  ჩატარდება მოყვარულთათვის ჭადრაკის ტურნირი. ტურნირის გამარჯვებულებს გადაეცემათ სამახსოვრო საჩუქრები.

საქართველოს დამოუკიდებლობის დღისადმი მიძღვნილი საზეიმო კონცერტი: 

  • გახსნა - ლაზარე ოქრიაშვილი; გურამ ციგრიაშვილი 
  • ცეკვა - ,,ქართული“ - ააიპ დმანისის კულტურისა და ხელოვნების ცენტრთან არსებული ბავშვთა ქორეოგრაფიული ანსამბლი ,,დმანისი“
  • ,,ჩემი ხატია სამშობლო“- ააიპ დმანისის კულტურისა და ხელოვნების ცენტრთან არსებული ბავშვთა  თეატრალური სტუდია ,,ბერიკები“ 
  • საქართველოს სახელმწიფო ჰიმნი
  • მილოცვა  დმანისის  მუნიციპალიტეტის მერიიდან.
  • ,,მესხური მრავალჟამიერი“ .
  •  ,,ქართველო ხელი ხმალს იკარ’  - ააიპ დმანისის კულტურის და ხელოვნების ცენტრის
  •   ვაჟთა ფოლკლორული ანსამბლი ,,შგარიდა“.
  • ცეკვა - ,,კაური“ -დამოუკიდებელი ქორეოგრაფიული ანსამბლი ,,მართვე“.-
  • ,,საქართველო ანოსია ..საქართველო ვანოსია“-ააიპ დმანისის კულტურისა და ხელოვნების ცენტრის  საესტრადო სიმღერის სტუდია ,,მიქსი“.
  • ვალსი -.ააიპ დმანისის კულტურის და ხელოვნების  ცენტრის სამეჯლისო და სპორტული ცეკვის სტუდია ,,დანსი“ 
  • ცეკვა  -,,რაჭული“-ააიპ დმანისის კულტურისა და ხელოვნების ცენტრთან არსებული ბავშვთა ქორეოგრაფიული ანსამბლი ,,დმანისი“. 
  • ლათინური ცეკვების პოპური --.ააიპ დმანისის კულტურის და ხელოვნების  ცენტრის სამეჯლისო და სპორტული ცეკვის სტუდია ,,დანსი“.
  • ,,თბილისი“ -ააიპ დმანისი კულტურის და ხელოვნების ცენტრის ინტერნაციონალური ანსამბლი ,,დმანისური აისი“- 
  • ,,საქართველო“-გიგა გიგაური - ააიპ დმანისის კულტურის და ხელოვნების ცენტრის ბავშვთა სესტრადო სიმღერის შემსწავლელი სტუდია ,,მიქსი“..
  • ლექსი - ლ.ასათიანი ,,საქართველო“ -აისილ ამიროვა, აისილ იუსუბოვა ,ნიამადინ მუსაევა,რენატ კარიმოვი.-ააიპ დმანისის ახალგაზრდული ცენტრი..
  • ცეკვა -,,რაჭული“-გ.ტატიშვილის სახელობის ბავშვთა სანიმუშო ანსამბლი ,,მართვე“
  • სპორტული ცეკვა-  --.ააიპ დმანისის კულტურის და ხელოვნების  ცენტრის სამეჯლისო და სპორტული ცეკვის სტუდია ,,დანსი“
  • ,,ხორუმი“- ააიპ დმანისის კულტურის და ხელოვნების ცენტრის ბავშვთა ხალხური საკრავების შემსწავლელი სტუდია.
  • ცეკვა - ,,ოსური“- ააიპ დმანისის კულტურისა და ხელოვნები სცენტრთან არსებული ბავშვთა ქორეოგრაფიული ანსამბლი ,,დმანისი“.
  • ,იმერეთო“ -ლილიკო ჭიაბრიშვილი-ააიპ დმანისის კულტურის და ხელოვნების ცენტრის ბავშვთა სესტრადო სიმღერის შემსწავლელი სტუდია ,,მიქსი“
  • ლექსი-,, სამშობლო“- ნანა უბილავა. ააიპ დმანისის საბიბლიოთეკო სამსახური .
  • ცეკვა -,,დაისი“-გ.ტატიშვილისსახელობის ბავშვთა სანიმუშო დამოუკიდებელი ქორეოგრაფიული ანსამბლი ,,მართვე“.
  • ცეკვა -,,პოპური“(წყვილი)- ააიპ დმანისის კულტურის და ხელოვნების ცენტრის სამეჯლისო და სპორტული ცეკვის სტუდია ,,დანსი“..
  • სიმღერა- ,,საქართველო ლამაზო“-ზაქარია ციხელაშვილი ,ლიზი მურჯიკნელი ,სალომე დევნოზაშვილი- ააიპ დმანისის კულტურის და ხელოვნების ცენტრის ბავშვთა სესტრადო სიმღერის შემსწავლელი სტუდია ,,მიქსი“.
  • ცეკვა - ,,ნარნარი“- ააიპ დმანისის კულტურისა და ხელოვნები სცენტრთან არსებული ბავშვთა ქორეოგრაფიული ანსამბლი ,,დმანისი“.
  • ლექსი -,,საქართველო“ ( მ.მაჭავარიანი) -ვახტანგ აბრამიშვილი
  • ცეკვა - ,,მთიულური“- გ.ტატიშვილის სახელობის ბავშვთა სანიმუშო  ქორეორაფიული ანსამბლი ,,მართვე“..
  • ,,შავლეგო“ 
  • ,,მუმლი მუხასაო“- - ააიპ დმანისის კულტურის და ხელოვნების ცენტრის ქალთა ფოლკლორული ანსამბლი ,,ირინოლა“,ააიპ დმანისის კულტურის და ხელოვნების ცენტრის ბავშვთა ფოლკლორული ანსამბლი ,,კიდევაც დაიზრდებიან“.
  • ჰიმნი -აკაპელა 
ვრცლად
2019-05-16

18 მაისს მსოფლიოში მუზეუმების საერთაშორისო დღე აღინიშნება. მუზეუმებში ამ დღესათან დაკავშრებით ღია კარის დღეები, სამეცნიერო კონფერენციები და სხვადასხვა ღონისძიებები ეწყობა. დმანისის მუნიციპალიტეტი უერთდება ამ საერთაშორისო დღეს ღონისძიებით "ღამე მუზეუმში".ღონისძიების დასაწყისი 16:00 საათი. 

გთავაზობთ ღონისძიების პროგრამას:

  • 16.00 სთ .- სარეკლამო რგოლი პერიოდულად ტრიალი.
  • 17.00სთ.- ,,ეროვნული სამოსის ჩვენება“- საექსპოზიციო დარბაზში შესული სტუმრების წინაშე ახალგაზრდები ეროვნული სამოსით წარსდგებიან. 
  • 17.20 სთ.-,,ო ქრიშტეშ“( უძველესი საგალობელი)- ააიპ დმანისის კულტურის და ხელოვნების ცენტრის ვაჟთა ფოლკლორული ანსამბლი ,,შგარიდა“.
  • 17.25 სთ.- ლექცია თემაზე ,,მუზეუმები ,როგორც კულტურლი ჰაბები“
  • 17 .50 სთ.- ,,კვირია“ - ააიპ დმანისის კულტურის და ხელოვნების ცენტრის ვაჟთა ფოლკლორული ანსამბლი ,,შგარიდა“.
  • 17:55 საგალობელი „ქრისტე აღსდგა“
    ბავშვთა საგალობლების შემსწავლელი სტუდია.
  • ფოიეში გამოიფინება წიგნები და ფოტო მასალა.
ვრცლად
2019-05-15

მიმდინარე წლის 15 მაისს 15:00 საათზე, დმანისის მუნიციპალიტეტის ცენტრალურ სტადიონზე, გაიმართებაც ტურნირი ფეხბურთში "ევროპა 2019" .

ტურნირში მონაწილეობას მიიღებენ 2005 წელს ზემოთ დაბადებული გოგონათა და ვაჟთა საფეხბურთო გუნდები.

დასწრება თავისუფალია. 
მობრძანდით და უგულშემატკივრეთ სასურველ გუნდს.

ვრცლად
2019-05-14

მიმდინარე წლის 14 მაისს 17:00 საათზე, სამოყვარულო ფეხბურთის ასოციაცია და საქართველოს ფედერაცია ატარებს "მოყვარულთა თასის გათამაშებას დიდ ფეხბურთში".

ფინალში ერთმანეთს დაუპირისპირდებიან⤵️ 

ბავარია:ამამლო

ვრცლად
2019-05-08

 დმანისის  მუნიციპალიტეტის  საკრებულოს  2019  წლის  8 მაისს  12  საათზე მოწვეული   სხდომის  დღის  წესრიგი

ვრცლად
2019-04-30

პროექტის ფარგლებში „სპორტი ბარიერების გარეშე“ დმანისის მუნიციპალური პირველობები გაიმართება სპორტის 5 სახეობაში: 

მინი-ფეხბურთში, ჭადრაკში, სპრინტში (60 მეტრ დისტანციაზე), ფრენბურთსა და მაგიდის ჩოგბურთში. აღნიშნულ ღონისძიებებში მონაწილეობას მიიღებენ დმანისელი ახალგაზრდები, როგორც გოგონები ასევე ვაჟები. 

წარმოგიდგენთ სპორტული აქტივობების განრიგს: 01/05/2019 წ. სოფელკამარლოს საჯარო სკოლის დარბაზი 15:00 საათი - მაგიდის ჩოგბურთი, 

01/05/2019 წ. ქალაქ დმანისის ცენტრალური სტადიონი 16:00საათი - სპრინტი, 

02/05/2019 წ. ააიპ „ომარ მუმლაძის სახელობის სპორტული სკოლის“ დარბაზი 15:00 საათი - ჭადრაკი, 

03/05/2019 წ N3 საჯარო სკოლის დარბაზი 15:00 საათი - ფრენბურთი, 

05/05/2019 წ სოფელი განთიადის ხელოვნურსაფარიანი მოედანი 15:00 საათი მინი - ფეხბურთი.

ვრცლად
2019-04-30
მიმდინარე წლის 2 მაისს, სამოყვარულო ფეხბურთის ასოციაცია და საქართველოს ფედერაცია ატარებს "მოყვარულთა თასის გათამაშებას დიდ ფეხბურთში" (11X11).
12:00 "მაშავერა" - "შინდი";
13:30 "ბავარია" - "იაღუფლო";
14:45 "მალალეტკა" - "ამამლო";
16:00 "სიონი" - "ოროზმანი".
ფეხბურთის მატჩები გაიმართება ქალაქ დმანისის
დიდ სტადიონზე.
მისამართი გორგასლის ქ.N1.
ვრცლად
2019-04-23

24 - 25 აპრილს 10:00 საათზე - ა(აიპ) ომარ მუმლაძის სახელობის სპორტული სკოლისა და ძიუდოს ფედერაციის ორგანიზებით, ასევე დმანისის მუნიციპალიტეტის მერიის მხარდაჭერით, ნანა დედოფლის ქN 3 (ა) - ში გაიმართება დამსახურებული მწვრთნელის-პედაგოგის, სპორტის ოსტატის ძიუდოსა და სამბოში, კორნელი გირგვლიანის ხსოვნის მეორე საერთაშორისო ტურნირი ჭიდაობა ძიუდოში ჭაბუკთა შორის.
დასწრება თავისუფალია.

ვრცლად
2019-04-23
მიმდინარე წლის 24 აპრილს, ა(ა)იპ დმანისის მუნიციპალიტეტის საბიბლიოთეკო სამსახურის, სოფელ ამამლოს ბიბლიოთეკაში გაიმართება ღონისძიება, რომელიც მიეძღვნება "წიგნის ჩუქების დღე" - ს.
ღონისძიებას დაესწრებიან საბიბლიოთეკო სამსახურის თანამშრომლები, მუნიციპალიტეტის ხელმძღვანელი პირები, პედაგოგები და მოსწავლეები.
აღსანიშნავია, რომ ღონისძიებაზე დასწრება თავისუფალია და სურვილის შემთხვევაში ნებიემიერ მსურვეს შეუძლია დაესწროს.
ვრცლად
2019-04-09

დღე მწუხარების და დღე დამოუკიდებლობის.

9 აპრილს პატივს მივაგებთ სამშობლოსათვის დაღუპულ გმირთა ხსოვნას.

საქართველოს ერთიანობისთვის დაღუპულ გმირთა მემორიალი შეიმკობა ყვავილების გვირგვინით და დაინთება სანთლები.

დმანისის სულთმოფენობის  ტაძრის წინამძღვარი დიონისე გვიმრაძე  გადაიხდის 9 აპრილს დაღუპულთა სულის მოსახსენიებელ პანაშვიდს.

ვრცლად
2019-04-06

6 აპრილს   სპორტის საერთაშორისო დღე აღინიშნება.

სპორტის საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით გაიმართება სპორტული ღონისძიებები სლოგანით - სპორტი აერთიანებს, სპორტი უნივერსალური ენაა და მშვიდობა სპორტის მეშვეობით.  

ღონისძიების ფარგლებში ჩატარდება შემდეგი აქტივობები: ჭადრაკი, ძიუდო და ფეხბურთი

ვრცლად
2019-04-04

მიმდინარე წლის 4 აპრილს, 12 საათზე, დმანისის  მუნიციპალიტეტის  საკრებულოს სხდომის  დღის  წესრიგი 

ვრცლად
2019-03-31

31 მარტს  ქალაქ დმანისში (ნანა დედოფლის ქუჩა N9) მდებარე საგანგებო სიტუაციების კოორდინაციისა და გადაუდებელი დახმარების ცენტრის დმანისის რაიონულ სამსახურში ,,სხივური მედიცინიც ცენტრი" და ,,მარდალეიშვილის სამედიცინო ცენტრი" ჩაატარებს უფასო სამედიცინო აქციას.  

აქციის ფარგლებში იგეგმება „სხივური მედიცინის ცენტრის“  წამყვანი სპეციალისტების შეხვედრა პირველადი ჯანდაცვის სამედიცინო პერსონალთან. 

სამედიცინო გასინჯვის ფარგლებში მოსახლეობას ეძლევა საშუალება მიიღონ მაღალკვალიფიციური სპეციალისტების კონსულტაციები. (გინეკოლოგი, მამოლოგი, თავ-კისრის ქირურგი, ენდოკრინოლოგი, გასტროენტეროლოგი, უროლოგი).

ვრცლად
2019-03-26

„გურგენ გურჩიანი-ფოლკლორული ანსამბლი შგარიდა“- დოკუმენტური ფილმი

მიმდინარე წლის 26 მარტს, 15:00 საათზე, ააიპ "დმანისის კულტურისა და ხელოვნების ცენტრის" დარბაზში, გურგენ გურჩიანი-ფოლკლორული ანსამბლი შგარიდა“- დოკუმენტური ფილმის ჩვენება გაიმართება.

ფილმის რეჟისორი-ცისკარა ფაჩულია

პრეზენტაციას გააშუქებს პირველი სამაუწყებლო საზოგადოებრივი არხი

ფილმის ჩვენებას დაესწრებიან ფოლკლორის ცენტრის წარმომადგენლები, ფოლკლორის კორიფეები და საზოგადო მოღვაწეები. პრეზენტაციას გაუძღვება ერეკლე საღლიანი.

დასწრება თავისუფალია! 

ვრცლად
 

2024 მარტი
ორშსამოთხხუთპარშბკვ
123
45678910
11121314151617
18192021222324
25262728293031
 
სიახლეები