გარდა იმისა, რომ ააიპ კომუნალური სამსახურის მიერ, დმანისის მუნიციპალიტეტში არსებული მოსაცდელების დასუფთავება სისტემატურად ხდება, მუნიციპალიტეტის მერის - გიორგი ტატუაშვილის დავალებით, კორონავირუსის გავრცელების პრევენციის მიზნით, მიმდინარე წლის პირველი მარტიდან, საპროფილაქტიკო ღონისძიებები ქალაქ დმანისსა და მუნიციპალიტეტის დაქვემდებარებაში არსებულ ყველა სოფელში აქტიურად მიმდინარეობს. პირველ ეტაპზე ხდება არეალის სველი წესლით დამუშავება, რის შემდეგაც სუფთა არეალი სპეციალური ხსნარით მუშავდება.სადეზინფექციო საშუალებებით მუშავდება აფთიაქების, სასურსათო მაღაზიებისა და საჯარო დაწესებულებების მიმდებარე ტერიტორია. მერიისა და საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრის წარმომადგენლები, მუნიციპალიტეტში მოქმედ საზოგადოებრივი დანიშნულების ობიექტებს, ყოველდღიურად აცნობენ ჯანდაცვის სამინისტროსა და დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის რეკომენდაციებს.მოსაცდელებთან და კარდაკარის პრინციპით, მოქალაქეებს მათთვის გასაგებ ენაზე გადაეცემათ საინფორმაციო მასალა.
სიახლეები
დმანისის მუნიციპალიტეტის მასშტაბით, სადეზინფექციო სამუშაოები გრძელდება
25 მარ 2020
მნახველთა რაოდენობა: 3473
სიახლეები
ივლ 09 ხუთ 2026
323
ივნ 24 ოთხ 2026
321
ივლ 05 კვ 2026
1091
ივლ 04 შბ 2026
1087
ივნ 29 ორშ 2026
1211

შექმენი ბიუჯეტი
ხელისუფლებასთან დაკავშირება
დამატებული პეტიციები
ბიუჯეტი
გამოკითხვა
გალერეა
ვიდეო
სტრატეგიული განვითარების გეგმა









































