დედაენის დღესთან დაკავშირებით ა(ა)იპ კულტურისა და ხელოვნების ცენტრის ორგანიზებით და მუნიციპალიტეტის თვითმმართველობის მხარდაჭერით შემეცნებითი ღონისძიება გაიართა, სადაც მოწვეულნი იყვნენ ქალაქ დმანისის საჯარო სკოლების უფროსკლასელები (VIII-XI) და ა(ა)იპ დმანისის კულტურის და ხელოვნების ცენტრის ბავშვთა სტუდიების აღსაზრდელები. ღონისძიებაში მონაწილეობა მიიღეს: თეატრალურმა სტუდიამ "ბერიკები", საესტრადო სტუდიამ "მიქსი", ფოლკლორულმა ანსამბლმა „ირინოლა“.
ღონისძიებაზე დამსწრე საზოგადოებას მისალოცი სიტყვით დმანისის მუნიციპალიტეტის მერმა- გიორგი ტატუაშილმა მიმართა და დედაენის დღე ქართული ენის დამსახურებულ პედაგოგს იზოლდა კავლელაშვილს მიულოცა და სიმბოლური საჩუქრები გადასცა. რის შემდეგაც ისტორიკოსმა ჯუმბერ კოპალიანმა დედაენის დღესთან დაკავშირებით ლექცია გამართა.
ღონისძიების პარალერულად გაიმართა გამოფენა და მასტერკლასი. ა(ა)იპ დმანისის კულტურის და ხელოვნების ცენტრის ხატვის და ხალხური რეწვის ბავშვებმა თექის და საღებავების საშუალებით შექმნეს ქართული ანბანის ასოები.
აღსანიშნავია, რომ ამავე დღეს დმანისის მუნიციპალიტეტის მერმა - გიორგი ტატუაშვილმა თვითმმართველობის წარმომადგენლებთან და დმანისის საგანმანათლებლო რესურცენტრის ხელმძღვანელთან ერთად კიდევ ორ ქართული ენის დამსახურებულ პედაგოგს ანეტა ასლამაზაშვილსა და ზამირა ოქრიაშვილს დედაენის დღე მიულოცა, სიმბოლური საჩუქრები გადასცა და ქართული ენის დაცვის მნიშვნელობაზე ისაუბრა.
სიახლეები
დმანისის მერი დედაენის დღისადმი მიძღვნილ ღონისძიებას დაესწრო და ქართული ენის პედაგოგებს დედაენის დღე სიმბოლური საჩუქრებით მიულოცა
15 აპრ 2021
მნახველთა რაოდენობა: 2931
სიახლეები
ივლ 09 ხუთ 2026
317
ივნ 24 ოთხ 2026
321
ივლ 05 კვ 2026
1087
ივლ 04 შბ 2026
1084
ივნ 29 ორშ 2026
1209

შექმენი ბიუჯეტი
ხელისუფლებასთან დაკავშირება
დამატებული პეტიციები
ბიუჯეტი
გამოკითხვა
გალერეა
ვიდეო
სტრატეგიული განვითარების გეგმა









































