2016 წლიდან 18 მაისს, საქართველოს მასშტაბით ეროვნული სამოსის დღე აღინიშნება. ამ დღეს ტრადიციულად დმანისის მუნიციპალიტეტიც შეუერთდა.
ა(ა)იპ დმანისის კულტურისა და ხელოვნების ცენტრის ორგანიზებით თავისუფლების ხეივანში საზეიმო მსვლელობა მოეწყო. მასში მონაწილეობდა გია ტატიშვილის სახელობის ბავშვთა სანიმუშო, სახალხო ანსამბლი მართვე და დმანისის მუნიციპალიტეტის კულტურის ცენტრთან არსებული ფოლკლორული და ქორეოგრაფიული ანსამბლები.