დმანისის მუნიციპალიტეტი
ოფიციალური ვებგვერდი
0360 22 24 64
ცხელი ხაზი
სიახლეები

 

მერიის ორგანიზებით, დამოუკიდებლობის დღე - 26 მაისი მასშტაბურად აღინიშნა
26 მაი 2022
 

დმანისის მუნიციპალიტეტის მერიის ორგანიზებით, დამოუკიდებლობის დღე - 26 მაისი მასშტაბურად აღინიშნა. საზეიმო ღონისძიებები დმანისის ნაქალაქარზე, ფიცის დადების ცერემონიალით დაიწყო, რომელსაც მუნიციპალიტეტის მერი კობა მურადაშვილი, თვითმმართველობის ხელმძღვანელ პირებთან ერთად დაესწრო. დამოუკიდებლობის დღისადმი მიძღვნილი სადღესასწაული, ღონისძიებები მერიის მიმდებარე ტერიტორიაზე, სხვადასხვა სახის საზეიმო და შემეცნებითი აქტივობებით გაგრძელდა. კობა მურადაშვილმა, დამსწრე საზოგადოებას სასულიერო პირებთან ერთად დამოუკიდებლობის დღე მიულოცა და ამ დღის მნიშვნელობაზე ისაუბრა. წმინდა ნინოს ქუჩა, რამდენიმე თემატურ ზონად, შემეცნებით, გასართობ, კულტურულ და საგამოფენო სივრცეებად დაიყო. ასევე დღის განმავლობაში ღონისძიების სტუმრებს შესაძლებლობა ჰქონდათ, მონაწილეობა მიეღოთ სპორტულ აქტივობებში. გაიმართა ადგილობრივი ქორეოგრაფიული და ფოლკლორული ანსამბლების კონცერტი. შესრულდა საქართველოს სახელმწიფო ჰიმნი. ღონისძიება დაასრულა მუსიკალურმა კვარტეტმა "რანინამ". გილოცავთ 26 მაისს!

 
 
მნახველთა რაოდენობა: 5522
 
 
 
სიახლეები
 

2026 ივლისი
ორშსამოთხხუთპარშბკვ
12345
6789101112
13141516171819
20212223242526
2728293031
 
სიახლეები
ივლ 09 ხუთ 2026
275
ივნ 24 ოთხ 2026
280