| 21 ივლისს, დმანისის ზინაიდა კვერენჩხილაძის სახელობის სახელმწიფო პროფესიულ დრამატულ თეატრში პრემიერა გაიმართა. ნოდარ დუმბაძის მოთხრობის „სისხლის“გმირები სცენაზე რეჟისორმა გეგა ქურციკიძემ გააცოცხლა. მთავარი როლის შემსრულებელმა ზურაბ ცინცქილაძემ გურული იუმორით სავსე დუმბაძისეული ხასიათი მაყურებლამდე განსხვავებული რაკურსით, ტკივილითა და სევდანარევი ღიმილით მიიტანა. სპექტაკლს ესწრებოდნენ ქვემო ქართლში სახელმწიფო რწმუნებულ-გუბერნატორი პაატა ხიზანაშვილი და ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენელები. თეატრალური დასი სპექტაკლით „სისხლი“ მაყურებლის წინაშე 23 ივლისს ფოთში, რეგიონული თეატრების საერთაშორისო ფესტივალზე წარდგება. |
სიახლეები
„სისხლი“-პრემიერა დმანისის სახელმწიფო პროფესიულ დრამატულ თეატრში
22 ივლ 2015
მნახველთა რაოდენობა: 6466
სიახლეები
ივლ 09 ხუთ 2026
260
ივნ 24 ოთხ 2026
263
ივლ 05 კვ 2026
1039
ივლ 04 შბ 2026
1033
ივნ 29 ორშ 2026
1195

შექმენი ბიუჯეტი
ხელისუფლებასთან დაკავშირება
დამატებული პეტიციები
ბიუჯეტი
გამოკითხვა
გალერეა
ვიდეო
სტრატეგიული განვითარების გეგმა









































