დმანისის მუნიციპალიტეტი
ოფიციალური ვებგვერდი
0360 22 24 64
ცხელი ხაზი
სიახლეები

 

ქვემო ქართლის სატყეო სამსახურის უფროსი დმანისის მუნიციპალიტეტის ხელმძღანელ პირებს შეხვდა
25 ივლ 2017
 

მიმდინარე წლის 25 ივლისს ეროვნული სატყეო სააგენტოს ქვემო ქართლის სატყეო სამსახურის უფროსი ეზეკი ინწკირველი - ჩხეიძე ზამთრის სეზონისათვის გამოყოფილი ტყეკაფების ადგილმდებარეობისა და არსებული რესურსის რაოდენობის დადგენის მიზნით დმანისის მუნიციპალიტეტის გამგეობის ხელმძღვანელ პირებს შეხვდა.

ეზეკი ინწკირველი - ჩხეიძე

- მოსახლეობის მერქნული რესურსით უზრუნველყოფა სააგენტოს ერთ-ერთ ძირითად პრიორიტეტს წარმოადგენს. რეგიონების მასშტაბით ტყეკაფების გამოყოფა და ამ პროცესებთან დაკავშირებული ყველა ღონისძიება ყოველდღიურ რეჟიმში ხორციელდება. ქვემო ქართლის სატყეო სამსახური მოსახლეობასთან შეხვედრებს მომავალშიც განაგრძობს.

შეხვედრას ესწრებოდა დმანისის მუნიციპალიტეგტის სატყეო უბნის უფროსი დავით ციხელაშვილი.

 
 
მნახველთა რაოდენობა: 4641
 
 
 
სიახლეები
 

2026 ივლისი
ორშსამოთხხუთპარშბკვ
12345
6789101112
13141516171819
20212223242526
2728293031
 
სიახლეები
ივლ 09 ხუთ 2026
266
ივნ 24 ოთხ 2026
275