დმანისის მუნიციპალიტეტი
ოფიციალური ვებგვერდი
0360 22 24 64
ცხელი ხაზი
სიახლეები

 

Izrune.ge-მ დმანისელებისთვის სპეციალური შეთავაზება მოამზადა
06 თებ 2018
 

„ეტალონის“ შემოქმედებითი გუნდი ინტელექტ-ჩემპიონატის ავტორთან და წამყვანთან, გოჩა ტყეშელაშვილთან ერთად, დმანისს სტუმრობს.

დღეს „დმანისის ეტალონი მოსწავლე“ გამოვლინდება.

ინტელექტ-ჩემპიონატის დაწყებამდე გოჩა ტყეშელაშვილმა დმანისის რესურსცენტრში ინოვაციური საგანმანათლებლო პორტალის Izrune.ge-ს პრეზენტაცია გამართა.

შეხვედრას დმანისის რესურსცენტრის უფროსი ბელა ტატუაშვილი, სკოლების დირექტორები და მასწავლებლები ესწრებოდნენ.

Izrune.ge-მ დმანისელებისთვის სპეციალური შეთავაზება მოამზადა. რაც გულისხმობს, რომ დმანისელები Izrune.ge-ს სოციალური პაკეტით სარგებლობას შეძლებენ, ანუ ინოვაციური საიტის ყოველთვიურ ინდივიდუალურ მომსახურებას სიმბოლურ ფასად, მხოლოდ ერთ ლარად მიიღებენ.

ინდივიდუალური ტესტირების თანამედროვე საიტი Izrune.ge უამრავ სიახლეს სთავაზობს მშობლებს, მოსწავლეებს და საგანმანათლებლო სფეროთი დაინტერესებულ პირებს.

 
 
მნახველთა რაოდენობა: 2738
 
 
 
სიახლეები
 

2024 აპრილი
ორშსამოთხხუთპარშბკვ
1234567
891011121314
15161718192021
22232425262728
2930
 
სიახლეები