დღეს, ქალაქ თბილისში, სასტუმრო ჰუალინგში, პირველი ეროვნული კონფერენცია გაიმართა თემაზე ,,გენდერული თანასწორობა ადგილობრივთვითმმართველობაში-გამოწვევ
კონფერენციას დმანისის მუნიციპალიტეტის მერი გიორგი ტატუაშვილი ესწრებოდა.
კონფერენცია საქართველოს პარლამენტის გენდერული თანასწორობის საბჭოსა და საქართველოს თვითმმართველობათა ეროვნული ასოციაციის ინიციატივით ჩატარდა.
საქართველოს ეროვნული თვითმმართვლობათა ასოციაციის პრეზიდენტის კახა კალაძის განცხადებით, ქალების ჩართულობის გაძლიერება უაღრესად მნიშვნელოვანია ქვეყნის განვითარების, დემოკრატიული ინსტიტუტების შენებისა და ნებისმიერი საზოგადოებრივი სფეროს გაუმჯობესებისთვის.
საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ, თამარ ჩუგოშვილმა, კონფერენციაზე სახელმწიფოს გენდული პოლიტიკის შემუშავების და მთავარი მიმართულებების განსაზღვრის პროცესში პარლამენტის როლზე გაამახვილა ყურადღება.
კონფერენციაზე ასევე მოხდა ადგილობრივ თვითმმართველობებში გენდერული თანასწორობის საკითხებზე მომუშავე ორგანიზაციების წარდგენა.
დღევანდელ ფორუმს მუნიციპალიტეტების ხელმძღვანელ პირებთან ერთად გენდერული თანასწორობის საბჭოების თავმჯდომარეები და მერიებში გენდერული თანასწორობის საკითხებში პასუხისმგებელი პირები ესწრებოდნენ.
სიახლეები
პირველი ეროვნული კონფერენცია
15 მაი 2018
მნახველთა რაოდენობა: 4696
სიახლეები
ივლ 09 ხუთ 2026
275
ივნ 24 ოთხ 2026
280
ივლ 05 კვ 2026
1059
ივლ 04 შბ 2026
1062
ივნ 29 ორშ 2026
1200

შექმენი ბიუჯეტი
ხელისუფლებასთან დაკავშირება
დამატებული პეტიციები
ბიუჯეტი
გამოკითხვა
გალერეა
ვიდეო
სტრატეგიული განვითარების გეგმა









































