დმანისის მუნიციპალიტეტი
ოფიციალური ვებგვერდი
0360 22 24 64
ცხელი ხაზი
  • დმანისის სიონი
    დმანისის სიონი
  • დმანისის მუნიციპალიტეტის თვითმმართველობა
    დმანისის მუნიციპალიტეტის თვითმმართველობა
  • დმანისის ნაქალაქარის კონცხი.ხედი ჩრდილოეთიდან
    დმანისის ნაქალაქარის კონცხი.ხედი ჩრდილოეთიდან

საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილე - გუსეინ ისმაილოვი

დაიბადა 1984 წლის 15 ოქტომბერს ქ.დმანისში. 2002 წელს დაამთავრა იაღუფლოს საშუალო სკოლა. დამთავრებული აქვს ილია ჭავჭავაძის სახელობის სახელმწიფო უნივერსიტეტი სპეციალობით პედაგოგი.

სამუშაო გამოცდილება:

2008 წლის მარტიდან 2010 წლის ივლისამდე მუშაობდა სამოქალაქო რეესტრის სააგენტოს დმანისის სამსახურში.

2011 წლის აგვისტოდან 2011 ნოემბრამდე მუშაობდა საქართველოს გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანიის დმანისის სერვისცენტრში.

2012 წლის მარტიდან 2012 წლის აგვისტომდე მუშაობდა ქალაქ დმანისის ადმინისტრაციულ ერთეულში სპეციალისტად.

2012 წლის აგვისტოდან 2017 წლის ნოემბრამდე მუშაობდა სოციალური მომსახურების სააგენტოს დმანისის რაიონულ განყოფილებაში უფროსი სოციალური აგენტის თანამდებობაზე.

მიმდინარე წლის 20 ნოემბრიდან არის დმანისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილე.

ჰყავს მეუღლე და ორი შვილი.