მიმდინარე წლის 28 ოქტომბერს ზინაიდა კვერენჩხილაძის სახელობის დმანისის პროფესიულ სახელმწიფო დრამატულ თეატრში ცნობილი ქართველი პოეტის ერეკლე საღლიანის შემოქმედებითი საღამო გაიმართა. თეატრის მსახიობებმა პოეტის შემოქმედებიდან ლექსები წაიკითხეს. საკუთარი ლექსი წაიკითხა აგრეთვე სახალხო მთქმელმა ტარასი ცინდელიანმა. საღამო გაალამაზა ანსამბლებმა: ,,შგარიდამ“, ,,კიდევაც დაიზრდებიან’’ და ,,ირინოლამ’’.
პოეტმა საღამოს დასასრულს თავისი პოეტური კრებულებიდან რამდენიმე ლექსი წაიკითხა. მისი პირველი კრებული 1958 წელს გამოიცა. ერეკლე საღლიანი რამდენიმე ლიტერატურული პრემიის მფლობელია.
საღამოს ორგანიზატორი გახლდათ თეატრის ხელმძღვანელი ჯუმბერ კოპალიანი.
საღამოს ესწრებოდნენ დმანისის მუნიციპალიტეტის ხელმძღვანელი პირები და დაინტერესებული საზოგადოება.
სიახლეები
ერეკლე საღლიანის შემოქმედებითი საღამო
31 ოქტ 2016
მნახველთა რაოდენობა: 4610
სიახლეები
მაი 09 ხუთ 2024
274
მაი 02 ხუთ 2024
676
მაი 02 ხუთ 2024
499
მაი 01 ოთხ 2024
716
მაი 01 ოთხ 2024
658
აპრ 25 ხუთ 2024
685
აპრ 23 სამ 2024
694
აპრ 23 სამ 2024
796
აპრ 23 სამ 2024
914