დმანისის მუნიციპალიტეტი
ოფიციალური ვებგვერდი
0360 22 24 64
ცხელი ხაზი
სიახლეები

 

სოფელ გომარეთში ,,გომარეთობა” აღინიშნა
12 ივნ 2022
 

დღეს, სოფელ გომარეთში ტრადიციულად სახალხო-საეკლესიო ზეიმი ,,გომარეთობა” აღინიშნა, რომელიც ყოველთვის მართლმადიდებლური დღესასწაულის ,,სულთმოფენობის” დღეს აღინიშნება. დღესასწაული ადგილობრივ მცხოვრებლებს დმანისის მუნიციპალიტეტის მერმა კობა მურადაშვილმა, სასულიერო პირებთან: არქიმანდრიტ დიონისე გვიმრაძესთან,  ბოლნისის, დმანისის , თეთრიწყაროსა და წალკის მაჟორიტარ დეპუტატთან გოგი მეშველიანთან, ასევე ქვემო ქართლში სახელმწიფო რწმუნებულთან-გიორგი დოხტურიშვილთან და მის მოადგილესთან ნიკოლოზ კობახიძესთან, პარლამენტის რეგიონული პოლიტიკისა და თვითმმართველობის კომიტეტის თავმჯდომარესთან, სოზარ სუბართან და ადგილობრივი ხელისუფლების სხვა წარმომადგენლებთან ერთად მიულოცა. ზეიმი სპორტული აქტივობებით დაიწყო და საზეიმო კონცერტით დასრულდა. დმანისისა და სოფელ გომარეთის ადგილობრივ შემსრულებლებთან ერთად, მონაწილეობა მიიღო ანსამბლმა "თბილისი". დღის განმავლობაში გამართული ასპარეზობების დროს გამოვლენილ გამარჯვებულებს დმანისის მუნიციპალიტეტის მერმა, კობა მურადაშვილმა მერიის სახელით სიმბოლური საჩუქრები და სპეციალური ფასიანი პრიზები გადასცა. აღსანიშნავია, რომ გომარეთობა უკვე 14 წელია არქიმანდრიტ დიონისე გვიმრაძის ინიციატივით აღინიშნება. სოფელი გომარეთი ქვემო ქართლის რეგიონის ერთი-ერთი უძველესი ქართული სოფელია, რომელიც ქართული ეკლესია-მონასტრების სიმრავლით გამოირჩევა.

 
 
მნახველთა რაოდენობა: 1856
 
 
 
სიახლეები
 

    2024 მაისი
    ორშსამოთხხუთპარშბკვ
    12345
    6789101112
    13141516171819
    20212223242526
    2728293031
     
    სიახლეები
    აპრ 23 სამ 2024
    703