დმანისში ,,დმანისობის" დღესასწაული აღინიშნა. სახალხო დღესასწაული ადგილობრივ მცხოვრებლებს პირადად მიულოცა დმანისის მუნიციპალიტეტის მერმა, კობა მურადაშვილმა, ქვემო ქართლში სახელმწიფო რწმუნებულმა, გიორგი დოხტურიშვილმა, საკრებულოს თავმჯდომარემ, პაატა ყულიაშვილმა, საქართველოს პარლამენტში ბოლნისის, დმანისის, თეთრიწყაროსა და წალკის მაჟორიტარმა დეპუტატმა გოგი მეშველიანმა, ასევე ადგილობრივი და ცენტრალური ხელისუფლების სხვა წარმომადგენლებმა. დმანისის მუნიციპალიტეტის მერიის ინიციატივით, დმანისობის დღესასწაულზე, საპატიო დმანისელის წოდება მიენიჭათ: სოზარ სუბარს, სავალან მირზოევს, ქეთევან ციხელაშვილსა და კახა კახიანს. ღონისძიების ფარგლებში ჩატარდა როგორც კულტურული, ასევე სპორტული ღონისძიებები. სტუმრებს საშუალება ჰქონდათ დაეთვალიერებინათ ეთნოგრაფიული გამოფენა. პარალელურად მიმდინარეობდა სპორტული შეჯიბრებები, აქტივობებში გამარჯვებულებს გადაეცათ სიმბოლური საჩუქრები. მერიის მიმდებარე ტერიტორიაზე მოეწყო საგამოფენო სივრცეები, საბავშვო გასართობი და სამკითხველო სივრცე, ტურიზმის საინფორმაციო ცენტრის კუთხე. სტუმრებისა და დმანისელების საზეიმო განწყობაზე იზრუნა ოპერის მომღერალმა, იამზე ჯაყელმა და ჯგუფმა „ბანი“.
სიახლეები
მაი 09 ხუთ 2024
278
მაი 02 ხუთ 2024
691
მაი 02 ხუთ 2024
505
მაი 01 ოთხ 2024
726
მაი 01 ოთხ 2024
666
აპრ 25 ხუთ 2024
702
აპრ 23 სამ 2024
704
აპრ 23 სამ 2024
819
აპრ 23 სამ 2024
937