დმანისის მუნიციპალიტეტი
ოფიციალური ვებგვერდი
0360 22 24 64
ცხელი ხაზი
სიახლეები

 

დმანისის მუნიციპალიტეტში მცხოვრებ ოჯახებს ფართები საკუთრებაში გადაეცათ
06 სექ 2022
 

საქართველოს პრემიერ-მინისტრის ბრძანების საფუძველზე, კობა მურადაშვილმა დმანისში 19 ოჯახს საქართველოს მთავრობის განკარგულებებით საკუთრების მოწმობები სიმბოლურ ფასად, 1 ლარად საკუთრებაში გადასცა.

დმანისის მუნიციპალიტეტის მერის კობა მურადაშვილის ინიციატივით, მოქალაქეებს, რომლებიც დმანისში წლების განმავლობაში დაუკანონებელ ფართებში ცხოვრობდნენ ახლა უკვე საკუთარი საცხოვრებელი ფართი ექნებათ.
,,მნიშვნელოვანია დმანისის მოსახლეობას შევუქმნათ საცხოვრებელი პირობები.
წლების განმავლობაში მწვავედ დგას დაუკანონებელი ფართების პრობლემა.
დღეს, საქართველოს პრემიერ-მინისტრის გადაწყვეტილებით, მუნიციპალიტეტში საცხოვრებელი ფართები საკუთრებაში 19 ოჯახს გადავეცით. ვულოცავ თითოეულ მათგანს ამ მნიშვნელოვან სიახლეს, ჩვენ კი შესაბამის სამთავრობო უწყებებთან კვლავ აქტიურად გავაგრძელებთ მუშაობას რათა დარჩენილი ოჯახებისთვის ბინების საკუთრებაში გადაცემა კვლავ გაგრძელდეს "- განაცხადა დმანისის მუიციპალიტეტის მერმა კობა მურადაშვილმა
ფართების დაკანონების შესახებ ინფორმაცია, მოსახლეობას დმანისის მუნიციპალიტეტის მერმა ხელმძღვანელ პირებთან ერთად გააცნო და საკუთრების დამადასტურებელი მოწმობები პირადად გადასცა.
 
 
მნახველთა რაოდენობა: 2327
 
 
 
სიახლეები
 

    2024 მაისი
    ორშსამოთხხუთპარშბკვ
    12345
    6789101112
    13141516171819
    20212223242526
    2728293031
     
    სიახლეები
    აპრ 23 სამ 2024
    646