დმანისის მუნიციპალიტეტი
ოფიციალური ვებგვერდი
0360 22 24 64
ცხელი ხაზი
სიახლეები

 

სოფლის მხარდაჭერის პროგრამა დაიწყო
28 იან 2023
 
დმანისის მუნიციპალიტეტის დასახლებებში, საქართველოს რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდიდან, „სოფლის მხარდაჭერის პროგრამით“ დასაფინანსებელი პროექტების შერჩევის მიზნით მოსახლეობასთან საკონსულტაციო შეხვედრები დაიწყო.
პირველი საკონსულტაციო შეხვედრები 26 იანვარს, სარკინეთისა და გომარეთის ადმინისტრაციულ ერთეულებში შემავალ სოფლებში გაიმართა, დღეს კი ზემო კარაბულახის ადმინისტრაციულ ერთეულში.
შეხვედრებს მუნიციპალიტეტის მერი კობა მურადაშვილი, მერის მოადგილეები: კახა პეტრიაშვილი, თემური ზურაბიშვილი, არიფ სულეიმანოვი, საკრებულოს თავმჯდომარე, პაატა ყულიაშვილი, ადმინისტრაციულ ერთეულებში მერის წარმომადგენლები და საკრებულოს წევრები ესწრებოდნენ. მათ მოსახლეობასთან ერთად პროგრამის ფარგლებში განსახორციელებელ ძირითად პრიორიტეტებზე ისაუბრეს.
საერთო კრებებზე მოსახლეობის მიერ წარმოდგენილ საპროექტო წინადადებებიდან ხმათა უმრავლესობით თითოეულ დასახლებაში შემდეგი პრიორიტეტები გამოვლინდა: გარე განათების სისტემის მოწყობა, გზის რეაბილიტაცია, სასმელი წყლის პრობლემის მოგვარება და საზოგადოებრივ თავშეყრის ადგილებში სველი წერტილების მოწყობა.
"მისასალმებელია, რომ შეხვედრები მოსახლეობის აქტივობის ფონზე გაიმართა, მოქალაქეები აქტიურად არიან ჩართულნი სოფლისთვის მნიშვნელოვანი საკითხების გადაჭრაში.
2023 წელს დმანისის მუნიციპალიტეტში სოფლის მხარდაჭერის პროგრამით, საქართველოს რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდიდან 686 000 ლარი დაიხარჯება. საკონსულტაციო შეხვედრები 26 იანვრიდან 8 თებერვლის ჩათვლით გაიმართება. მოსახლეობა ხმათა უმრავლესობით, თავად გადაწყვეტს რას მოხმარდება თითოეული დასახლებისთვის გამოყოფილი თანხა, შერჩეული პროექტები კი დასამტკიცებლად დმანისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს წარედგინება", განაცხადა დმანისის მუნიციპალიტეტის მერმა, კობა მურადაშვილმა.
 
 
მნახველთა რაოდენობა: 1982
 
 
 
სიახლეები
 

    2024 მაისი
    ორშსამოთხხუთპარშბკვ
    12345
    6789101112
    13141516171819
    20212223242526
    2728293031
     
    სიახლეები
    აპრ 23 სამ 2024
    699