დმანისის მუნიციპალიტეტი
ოფიციალური ვებგვერდი
0360 22 24 64
ცხელი ხაზი
სიახლეები

 

დმანისის მუნიციპალიტეტის მერმა კობა მურადაშვილმა და საკრებულოს თავმჯდომარემ, პაატა ყულიაშვილმა სკოლის მოსწავლეებთან შეხვედრა გამართეს
19 აპრ 2023
 
გაეროს განვითარების პროგრამის (UNDP) პროექტის “დეცენტრალიზაციისა და კარგი მმართველობის ხელშეწყობა ადგილობრივ დონეზე საქართველოში” (DGG) ფარგლებში, დმანისის მუნიციპალიტეტის მერი კობა მურადაშვილი და საკრებულოს თავმჯდომარე, პაატა ყულიაშვილი სკოლის მოსწავლეებს შეხვდნენ.
შეხვედრაზე დმანისის მუნიციპალიტეტის პირველმა პირებმა ადგილობრივი თვითმმართველობის როლზე, ახალგაზრდულ პოლიტიკაზე, მიმდინარე და განხორციელებულ ინფრასტრუქტურულ პროექტებზე ისაუბრეს და ახალგაზრდების მიერ დასმულ შეკითხვებს უპასუხეს.
პროექტის ფარგლებში, ახალგაზრდები დმანისის მუნიციპალიტეტის მერიასა და საკრებულოში ერთ დღეს გაატარებენ და საჯარო მოხელეების სამუშაო პროცესის სპეციფიკას ადგილზე გაეცნობიან.
 
 
მნახველთა რაოდენობა: 1547
 
 
 
სიახლეები
მაი 09 ხუთ 2024
269
 

    2024 მაისი
    ორშსამოთხხუთპარშბკვ
    12345
    6789101112
    13141516171819
    20212223242526
    2728293031
     
    სიახლეები
    მაი 09 ხუთ 2024
    269
    აპრ 23 სამ 2024
    909