დმანისის მუნიციპალიტეტი
ოფიციალური ვებგვერდი
0360 22 24 64
ცხელი ხაზი
სიახლეები

 

16-17 სექტემბერს სამოქალაქო ფორუმი გაიმართა თემაზე „ხანდაზმულთა ხელმისაწვდომობის გაზრდა სამედიცინო და სოციალურ სერვისებზე"
18 სექ 2023
 
ფორუმი მიეძღვნა დმანისის მუნიციპალიტეტში მცხოვრები ხანდაზმულების პრობლემებსა და გამოწვევებს, რომლებსაც უფროსი თაობის წარმომადგენლები პირველადი ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურებებით სარგებლობის პროცესში აწყდებიან. დმანისში 2021 წლის ზაფხულში, ჩამოყალიბდა „მხარდაჭერის სახლი“, რომელიც უფროსი თაობის წარმომადგენლებს შინმოვლის პროფესიონალურ მომსახურებას პროექტის ფარგლებში უფასოდ უწევს.
ღონისძიებაში სხვადასხვა დარგის ექსპერტები, სახელმწიფო უწყების, არასამთავრობო და სამოქალაქო სექტორის წარმომადგენლები იღებდნენ მონაწილეობას.
პროექტი დაფინანსებულია ავსტრიის განვითარების სააგენტოს მიერ (ADA) და საქართველოში ხორციელდება Hilfswerk International-ისა და იძულებით გადაადგილებულ ქალთა ასოციაცია „თანხმობას“ მიერ, „საქართველოს სოციალურ მუშაკთა ასოციაციასა“ და „საქართველოს სტრატეგიული კვლევისა და განვითარების ცენტრთან“ ერთად.
 
 
მნახველთა რაოდენობა: 2187
 
 
 
სიახლეები
 

    2024 მაისი
    ორშსამოთხხუთპარშბკვ
    12345
    6789101112
    13141516171819
    20212223242526
    2728293031
     
    სიახლეები
    აპრ 23 სამ 2024
    595