dmanisi.mun@dmanisi.gov.ge(0360) 22 24 64
დმანისის მუნიციპალიტეტი
მუნიციპალიტეტის სიახლეები

სიახლეები

მთავარი/სიახლეები
მერია და მუნიციპალიტეტი

დმანისის მუნიციპალიტეტის მიმდინარე პროექტები, საზოგადოებრივი ღონისძიებები, სოციალური, კულტურული და ინფრასტრუქტურული სიახლეები.

1,565 სიახლეები10 / 131
დმანისში, ქალთა სოციალურ-ეკონომიკური გაძლიერების ქვეპროგრამის ფარგლებში, კულინარიის კურსები დასრულდა. სწავლება 12-მა მონაწილემ გაიარა.იმპორტირებული სიახლეები
12 სექტემბერი, 2025

დმანისში, ქალთა სოციალურ-ეკონომიკური გაძლიერების ქვეპროგრამის ფარგლებში, კულინარიის კურსები დასრულდა. სწავლება 12-მა მონაწილემ გაიარა.

კურსების დასრულების ღონისძიებას ესწრებოდნენ დმანისის მუნიციპალიტეტის მერი კობა მურადაშვილი, საკრებულოს თავმჯდომარე პაატა ყულიაშვილი, ჯანმრთელობის, სოციალური და ბავშვის უფლებათა დაცვისა და მხარდაჭერის სამსახურის უფროსი მეგი ედიბერიძე და კურსების ხელმძღვანელი თამარ ნონიაშვილი.

ვრცლად
დმანისის მუნიციპალიტეტის მერმა, კობა მურადაშვილმა სოფელ განახლებაში ახალი ხელოვნურსაფარიანი სპორტული მოედანი გახსნა.იმპორტირებული სიახლეები
8 სექტემბერი, 2025

დმანისის მუნიციპალიტეტის მერმა, კობა მურადაშვილმა სოფელ განახლებაში ახალი ხელოვნურსაფარიანი სპორტული მოედანი გახსნა.

მერმა აღნიშნა, რომ პროექტი „სოფლის მხარდაჭერის პროგრამის“ ფარგლებში განხორციელდა. მისი განცხადებით, ეს არის განახლება, ველისპირი, სარკინეთის ერთობლივი პროექტი, რომელიც ცენტრალური და ადგილობრივი ბიუჯეტების დაფინანსებით განხორციელდა. სამუშაოების ჯამური ღირებულება 102475 ლარს შეადგენს.

ვრცლად
დმანისის მუნიციპალიტეტის მერი, კობა მურადაშვილი სკოლამდელი აღზრდის დაწესებულებების თანამშრომლებს ახალი სასწავლო წლის დაწყებასთან დაკავშირებით შეხვდა.იმპორტირებული სიახლეები
5 სექტემბერი, 2025

დმანისის მუნიციპალიტეტის მერი, კობა მურადაშვილი სკოლამდელი აღზრდის დაწესებულებების თანამშრომლებს ახალი სასწავლო წლის დაწყებასთან დაკავშირებით შეხვდა.

შეხვედრის მთავარი თემა მუნიციპალიტეტში არსებული საბავშვო ბაღების მზაობა იყო. შეხვედრის მთავარი თემა მუნიციპალიტეტში არსებული საბავშვო ბაღების მზაობა იყო.

ვრცლად
დმანისის მუნიციპალიტეტის მერმა, კობა მურადაშვილმა, სოფელ შინდლარში თანამედროვე სტანდარტების შესაბამისი, ახალი მინი სპორტული მოედანი გახსნა.იმპორტირებული სიახლეები
2 სექტემბერი, 2025

დმანისის მუნიციპალიტეტის მერმა, კობა მურადაშვილმა, სოფელ შინდლარში თანამედროვე სტანდარტების შესაბამისი, ახალი მინი სპორტული მოედანი გახსნა.

კობა მურადაშვილის განცხადებით, სპორტული ინფრასტრუქტურის მოწყობა ახალგაზრდებს საშუალებას აძლევს აქტიურად ჩაერთონ სპორტში, სწორად გამოიყენონ თავისუფალი დრო, შეიძინონ მეგობრები და იცხოვრონ ცხოვრების ჯანსაღი წესით.

ვრცლად
დმანისში რობოტექნიკის შემსწავლელი კურსი დასრულდაიმპორტირებული სიახლეები
17 ივლისი, 2025

დმანისში რობოტექნიკის შემსწავლელი კურსი დასრულდა

დმანისის მუნიციპალიტეტის მერიის თანადაფინანსებით, 10-დან 15-წლამდე ოცდაათმა მოზარდმა ,,Pascal STEAM Community’’-ის მიერ ორგანიზებული რობოტექნიკის 4-თვიანი სასწავლო კურსი გაიარა STEAM მიმართულებით. ღონისძიების ფარგლებში მოსწავლეებს შორის მოეწყო კონკურსი.

ვრცლად
დმანისის მუნიციპალიტეტში მცხოვრებ ოთხ ოჯახს საოჯახო ტექნიკა გადაეცა.იმპორტირებული სიახლეები
7 ივლისი, 2025

დმანისის მუნიციპალიტეტში მცხოვრებ ოთხ ოჯახს საოჯახო ტექნიკა გადაეცა.

საოჯახო ტექნიკა მძიმე სოციალურ პირობებში მყოფ ოჯახებს დმანისის მუნიციპალიტეტის მერიის ჯანმრთელობის, სოციალური და ბავშვთა უფლებების დაცვის და მხარდაჭერის სამსახურის წარმომადგენლებმა გადასცეს.

ვრცლად
დმანისის მუნიციპალიტეტის ხელმძღვანელი პირები, ა(ა)იპ დმანისის საგანმანათლებლო ცენტრში მოსწავლეების წლის შემაჯამებელ ღონისძიებას დაესწრნენ.იმპორტირებული სიახლეები
20 ივნისი, 2025

დმანისის მუნიციპალიტეტის ხელმძღვანელი პირები, ა(ა)იპ დმანისის საგანმანათლებლო ცენტრში მოსწავლეების წლის შემაჯამებელ ღონისძიებას დაესწრნენ.

ცენტრის მოსწავლეებმა ქართული ენის წარმომავლობასა და მნიშვნელობაზე ისაუბრეს, ქართული ენისადმი პატივისცემის ნიშნად კი საკუთარი ლიტერატურული ჩანახატები წაიკითხეს და ქორეოგრაფიული ნომრები შეასრულეს.

ვრცლად
დმანისის მუნიციპალიტეტის მერი, კობა მურადაშვილი მერის ახალგაზრდული სათათბიროს წევრებს შეხვდა.იმპორტირებული სიახლეები
17 ივნისი, 2025

დმანისის მუნიციპალიტეტის მერი, კობა მურადაშვილი მერის ახალგაზრდული სათათბიროს წევრებს შეხვდა.

ახალგაზრდებმა სხდომაზე 6-თვიანი სამოქმედო გეგმა განიხილეს, კობა მურადაშვილმა მათი სამომავლო გეგმები მოისმინა და აქტიურ თანამშრომლობას დაჰპირდა.

ვრცლად
დმანისში შეზღუდული შესაძლებლობის მქონე ბავშვთა დღის ცენტრი გაიხსნა და ის 6-18 წლის შეზღუდული შესაძლებლობის მქონე და სოციალურად დაუცველ ბავშვებს მოემსახურება.იმპორტირებული სიახლეები
13 ივნისი, 2025

დმანისში შეზღუდული შესაძლებლობის მქონე ბავშვთა დღის ცენტრი გაიხსნა და ის 6-18 წლის შეზღუდული შესაძლებლობის მქონე და სოციალურად დაუცველ ბავშვებს მოემსახურება.

ცენტრი, სოციალური რეაბილიტაციისა და ბავშვზე ზრუნვის სახელმწიფო პროგრამის ფარგლებში, ა(ა)იპ „ბავშვი, ოჯახი, საზოგადოების“ მიერ ფუნქციონირებს. პროგრამის თანადამფინანსებელია დმანისის მუნიციპალიტეტის მერია.

ვრცლად
საქართველოს საუნივერსიტეტო სპორტის ფედერაციის ინიციატივით და დმანისის მუნიციპალიტეტის მერიის მხარდაჭერით კამპანია ,,არა ნარკოტიკს" ფარგლებში დმანისში მინი-ფეხბურთის ჩემპიონატი გაიმართა.იმპორტირებული სიახლეები
12 ივნისი, 2025

საქართველოს საუნივერსიტეტო სპორტის ფედერაციის ინიციატივით და დმანისის მუნიციპალიტეტის მერიის მხარდაჭერით კამპანია ,,არა ნარკოტიკს" ფარგლებში დმანისში მინი-ფეხბურთის ჩემპიონატი გაიმართა.

გამარჯვებული გუნდები დმანისის მუნიციპალიტეტის მერმა, კობა მურადაშვილმა, პირველ მოადგილესთან, კახა პეტრიაშვილთან და საკრებულოს წევრებთან ერთად დააჯილდოვა.

ვრცლად