dmanisi.mun@dmanisi.gov.ge(0360) 22 24 64
დმანისის მუნიციპალიტეტი
მუნიციპალიტეტის სიახლეები

სიახლეები

მთავარი/სიახლეები
მერია და მუნიციპალიტეტი

დმანისის მუნიციპალიტეტის მიმდინარე პროექტები, საზოგადოებრივი ღონისძიებები, სოციალური, კულტურული და ინფრასტრუქტურული სიახლეები.

1,565 სიახლეები100 / 131
" თოფუზის" ფარგლებში ქუჩის თეატრალიზებული მსვლელობა გაიმართაიმპორტირებული სიახლეები
22 მაისი, 2018

" თოფუზის" ფარგლებში ქუჩის თეატრალიზებული მსვლელობა გაიმართა

ანიმაციური ფილმების მე-10 საერთაშორისო ფესტივალი „თოფუზი“- ის ფარგლებში ანიმაციური გმირების კოსტუმებში გამოწყობილმა მსახიობებმა დღეს ბავშვებთან ერთად მოაწვეს ქუჩის თეატრალიზებული მსვლელობა ე.წ. „ბარაბან-შოუ“.  ბავშვებისთვის კინოჩვენებამდე გაიმართა წამახალისებელი ვიქტორინა თემაზე „ქართული ანიმაციის ისტორია“. გამარჯვებულებმა საჩუქრად მიიღეს ანიმაციური ფილმების DVD დისკები. ფესტივალის დასასრულს ნაჩვენები იყო ვორქშოპზე შექმნილი 1 წუთიანი ანიმაციური ფილმი, რომელიც მაყურებელს თავად ავტორებმა წარუდგინე

ვრცლად
დღეს დაიწყო ანიმაციური ფილმების მე-10 საერთაშორისო ფესტივალი „თოფუზი“იმპორტირებული სიახლეები
21 მაისი, 2018

დღეს დაიწყო ანიმაციური ფილმების მე-10 საერთაშორისო ფესტივალი „თოფუზი“

„ანიმაციის განვითარების ფონდი“-ს ორგანიზებით და დმანისის მუნიციპალიტეტის თვითმმართველობის მხარდაჭერით დღეს დაიწყო ანიმაციური ფილმების მე-10 საერთაშორისო ფესტივალი „თოფუზი“. ფესტივალი გასართობ-შემეცნებითი ხასიათისაა და მუნიციპალიტეტში მოიცავს ორ დღეს: 21-22 მაისს. გამარჯვებული საჩუქრად მიიღებს ანიმაციური ფილმების DVD დისკებს. ფესტივალის დასასრულისთვის ნაჩვენები იქნება ვორქშოპზე შექმნილი 1 წუთიანი ანიმაციური ფილმი, რომელსაც მაყურებელს თავად ავტორები წარუდგენენ.

ვრცლად
ხატვისა და ხალხური რეწვის სტუდიების ნამუშევრების გამოფენაიმპორტირებული სიახლეები
20 მაისი, 2018

ხატვისა და ხალხური რეწვის სტუდიების ნამუშევრების გამოფენა

საქართველოს დამოუკიდებლობის დღისადმი მიძღვნილი კვირეულის ფარგლებში დღეს დმანისის ააიპ დმანისის ,,კულტურისა და ხელოვნების ცენტრის“ ფოიეში კლასიკური მუსიკის თანხლებით მოეწყო ბავშვთა ხატვისა და ხალხური რეწვის სტუდიების ნამუშევრების გამოფენა.გამოფენაზე წარმოდგენილი იყო როგორც ძველი, ასევე საქართველოს დამოუკიდებლობის 100 წლისთავისადმი მიძღვნილი ფერწერული, ხეზე ნაკვეთი და თექაზე შესრულებული ნამუშევრები. გამოფენა 22 მაისის ჩათვლით გაგრძელდება.

ვრცლად
დღეს დმანისში საქართველოს დამოუკიდებლობის დღისადმი მიძღვნილი კვირეული დაიწყოიმპორტირებული სიახლეები
19 მაისი, 2018

დღეს დმანისში საქართველოს დამოუკიდებლობის დღისადმი მიძღვნილი კვირეული დაიწყო

ააიპ დმანისის კულტურისა და ხელოვნების ცენტრის ფოიეში კლასიკური მუსიკის თანხლებით მოეწყო ხატვის და ხალხური რეწვის სტუდიების ბავშვთა ნამუშევრების და ეთნოგრაფიული მასალის, თემატური წიგნებისა და ფოტო გამოფენები. გაჟღერდა საქართველოს ჰიმნი.თეატრალური სტუდია ბერიკების მიერ შესრულდა საქართველოს დამოუკლიდებელი რესპუბლიკის სახელმწიფო ჰიმნი ,,ჩემი ხატია სამშობლო“.

ვრცლად
დმანისში მიწებზე გამოცხადებულია აუქციონიიმპორტირებული სიახლეები
16 მაისი, 2018

დმანისში მიწებზე გამოცხადებულია აუქციონი

დმანისის მუნიციპალიტეტში სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწებზე - კატეგორია: სახნავი,სათიბი, საძოვარი გამოცხადებულია აუქციონი ‼️დეტალები იხილეთ ბმულზე www.eauction.ge https://www.eauction.ge/…/zhg5jhg6Hhg5gifSx7ImtleSI6ImNie…/1

ვრცლად
პირველი ეროვნული კონფერენციაიმპორტირებული სიახლეები
15 მაისი, 2018

პირველი ეროვნული კონფერენცია

კონფერენციაზე ასევე მოხდა ადგილობრივ თვითმმართველობებში გენდერული თანასწორობის საკითხებზე მომუშავე ორგანიზაციების წარდგენა.დღევანდელ ფორუმს მუნიციპალიტეტების ხელმძღვანელ პირებთან ერთად გენდერული თანასწორობის საბჭოების თავმჯდომარეები და მერიებში გენდერული თანასწორობის საკითხებში პასუხისმგებელი პირები ესწრებოდნენ.

ვრცლად
ველოტური დმანისში - ნოდარ ბერიძე დმანისის მუნიციპალიტეტის თვითმმართველობის წარმომადგენლებს შეხვდაიმპორტირებული სიახლეები
14 მაისი, 2018

ველოტური დმანისში - ნოდარ ბერიძე დმანისის მუნიციპალიტეტის თვითმმართველობის წარმომადგენლებს შეხვდა

დმანისის მუნიციპალიტეტის თვითმმართველობა, ველოტურის, „საქართველო მშვიდობისთვის“ ორგანიზატორის ნოდარ ბერიძეს მასპინძელი იყო. ცნობილი ველომრბოლელი დმანისის მუნიციპალიტეტის მერიისა და საკრებულოს თანამშრომლებს შეხვდა და მის მიერ დაგეგმილი ველოტურის მნიშვნელობაზე ესაუბრა. ველომარათონის ფარგლებში, ნოდარ ბერიძემ, ევროპისა და აზიის კონტინენტი მოიარა და საქართველოში თურქეთიდან შემოვიდა. 

ვრცლად
სამუშაო შეხვედრაიმპორტირებული სიახლეები
14 მაისი, 2018

სამუშაო შეხვედრა

ქვემო ქართლის 4 მუნიციპალიტეტში 2018 წლის 1 მარტიდან დაიწყო სამწლიანი პროექტი, რომელიც მეორე ტიპის დიაბეტის გამოვლენას, მართვის გაუმჯობესებასა და სკრინინგს გულისხმობს. პროგრამის განხილვის სამუშაო შეხვედრა ბოლნისის მუნიციპალიტეტში ჩატარდა, რომელსაც პროექტში ჩართული ოთხივე მუნიციპალიტეტის წარმომადგენლები ესწრებოდნენ.

ვრცლად
დმანისის მუნიციპალიტეტის მერმა მეორე მსოფლიო ომის ვეტერანებს ფაშიზმზე გამარჯვების დღე მიულოცაიმპორტირებული სიახლეები
9 მაისი, 2018

დმანისის მუნიციპალიტეტის მერმა მეორე მსოფლიო ომის ვეტერანებს ფაშიზმზე გამარჯვების დღე მიულოცა

გიორგი ტატუაშვილი ოჯახში პირადად ეწვია სოფელ ამამლოში მცხოვრებ ფაშა ასლანოვს, მიულოცა დღევანდელი დღე, უსურვა მხნეობა და მუნიციპალიტეტის თვითმმართველობის წარმომადგენლებთან ერთად გადასცა სასაჩუქრე კალათი. დმანისის მუნიციპალიტეტიდან მეორე მსოფლიო ომში გაწვეული იყო სულ 2500 კაცი, მათგან ბრძოლის ველზე დაიღუპა 1900 მებრძოლი. დაღუპული გმირების პატივსაცემად მემორიალები შეიმკო ყვავილებით და დაინთო სანთლები.

ვრცლად
დმანისის N1 ბაღში "მხიარული სტარტები" გაიმართაიმპორტირებული სიახლეები
8 მაისი, 2018

დმანისის N1 ბაღში "მხიარული სტარტები" გაიმართა

დღეს დმანისის N1 საბავშვო ბაღის სასკოლო ჯგუფში მხიარული სტარტები გაიმართა, რომელშიც ორი ჯგუფი იღებდა მონაწილეობას

ვრცლად
ამ წუთებში მიგრაციის თემაზე სამუშაო შეხვედრა მიმდინარეობსიმპორტირებული სიახლეები
8 მაისი, 2018

ამ წუთებში მიგრაციის თემაზე სამუშაო შეხვედრა მიმდინარეობს

ამ წუთებში მიგრაციის თემაზე სამუშაო შეხვედრა იმართება. სამუშაო შეხვედრას, რომელიც ორგანიზებულია არასამთავრობო ორგანიზაცია

ვრცლად