dmanisi.mun@dmanisi.gov.ge(0360) 22 24 64
დმანისის მუნიციპალიტეტი
მუნიციპალიტეტის სიახლეები

სიახლეები

მთავარი/სიახლეები
მერია და მუნიციპალიტეტი

დმანისის მუნიციპალიტეტის მიმდინარე პროექტები, საზოგადოებრივი ღონისძიებები, სოციალური, კულტურული და ინფრასტრუქტურული სიახლეები.

1,565 სიახლეები117 / 131
„კალიგრაფიის მარგალიტები“იმპორტირებული სიახლეები
15 მაისი, 2017

„კალიგრაფიის მარგალიტები“

2017 წლის 14 მაისს ააიპ დმანისის კულტურისა და ხელოვნების ცენტრის ფოიეში ჩატარდა ფინალური კონკურსი „კალიგრაფიის მარგალიტები“. განათლების, კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამსახურის უფროსი - ეკატერინე ოქრიაშვილი - კონკურსი მეორე წელია რაც ქვემო ქართლის მასშტაბით ტარდება. მონაწილეობა მიიღო ყველა მუნიციპალიტეტის მეორე ეტაპის გამარჯვებულმა. მონაწილეთა ნამუშევრებში ძალიან საინტერესო ხედვა და ორიგინალობა გამომჟღავნდა. ფინალური კონკურსის შედეგები ივნისის დსაწყისისთვის იქნება ცნობილი და გაი

ვრცლად
დმანისელი ჭაბუკი სპორტსმენების წარმატებებიიმპორტირებული სიახლეები
15 მაისი, 2017

დმანისელი ჭაბუკი სპორტსმენების წარმატებები

მიმდინარე წლის 13 მაისს მარნეულის მუნიციპალიტეტში გაიმართა ტურნირი კიკბოქსინგში, სადაც მონაწილეობა მიიღეს დმანისის მუნიციპალიტეტის ჭაბუკ სპორტსმენებმა (სოფლები: საფარლო, ამამლო, მამიშლო). მათ მოიპოვეს სამი ოქროს და 2 ვერცხლის მედალი. გუნდის მწვრთნელია თუდჯარ ალიევი. დმანისის მუნიციპალიტეტის ხელმძღვანელმა პირებმა ჭაბუკ სპორტსმენებს მიულოცეს გამარჯვება და უსურვეს მორიგი წარმატებები.

ვრცლად
დმანისელი ფეხბურთელების წარმატებაიმპორტირებული სიახლეები
15 მაისი, 2017

დმანისელი ფეხბურთელების წარმატება

დმანისელი ფეხბურთელების წარმატება 2017 წლის 15 მაისს ქალაქ დმანისის ცენტრალურ სტადიონზე სამოყვარულო ფეხბურთის ფინალური შეხვედრა გაიმართა. ერთმანეთს ხვდებოდნენ ქალაქ დმანისისა და სოფელ ამამლოს ფეხბურთელთა გუნდები. ძირითადი დრო ფრედ 1:1 დამთავრდა. პენალტების შედეგად კი გამარჯვება მოიპოვეს ქალაქ დმანისის ფეხბურთელებმა.

ვრცლად
დმანისში სამოყვარულო ფეხბურთის მუნიციპალიტეტის ნახევარფინალური შეხვედრა გაიმართაიმპორტირებული სიახლეები
11 მაისი, 2017

დმანისში სამოყვარულო ფეხბურთის მუნიციპალიტეტის ნახევარფინალური შეხვედრა გაიმართა

2017 წლის 8 მაისს ქალაქ დმანისში სამოყვარულო ფეხბურთის მუნიციპალიტეტის ნახევარფინალური შეხვედრა გაიმართა. ერთმანეთს დაუპირისპირდნენ სოფელ ჯავახის და ქალაქ დმანისის, სოფელ ამამლოს და სოფელ შინდლარის გუნდები. 15 მაისს 14 საათზე ფინალური შეხვედრა ჩატარდება ქალაქ დმანისის და სოფელ ამამლოს გუნდებს შორის.

ვრცლად
ბოლნისის რაიონული პროკურატურის ორგანიზებით სკოლის მოსწავლეებმა დმანისში გადასასვლელები მოხატესიმპორტირებული სიახლეები
10 მაისი, 2017

ბოლნისის რაიონული პროკურატურის ორგანიზებით სკოლის მოსწავლეებმა დმანისში გადასასვლელები მოხატეს

მიმდინარე წლის 10 მაისს ბოლნისის რაიონული პროკურატურის ორგანიზებით, ააიპ დმანისის კულტურისა და ხელოვნების ცენტრის ხატვის სტუდიის აღსაზრდელებმა (პედაგოგი ავთანდილ ნარსავიძე) დმანისში გადასასვლელები მოხატეს. საქართველოს პროკურატურა კამპანიას – „არ დაარღვიო საგზაო მოძრაობის წესები“ პროექტ „საზოგადოებრივი პროკურატურის“ ფარგლებში ახორციელებს და მისი მიზანია მოსახლეობისთვის ავტოსაგზაო შემთხვევების გამომწვევ მიზეზებზე და ქმედებებზე ინფორმირება, სატრანსპორტო დანაშაულზე ცნობიერების ამაღლება და ავტოსაგზაო

ვრცლად
დმანისში ომის ვეტერანებს ფაშიზმზე გამარჯვების 72 -ე წლისთავი მიულოცესიმპორტირებული სიახლეები
9 მაისი, 2017

დმანისში ომის ვეტერანებს ფაშიზმზე გამარჯვების 72 -ე წლისთავი მიულოცეს

დმანისის მუნიციპალიტეტის თვითმმართველობის ხელმძღვანელმა პირებმა ფაშიზმზე გამარჯვების 72-ე წლისთავი პირადად მიულოცეს დმანისელ ვეტერანებს, მადლობა გადაუხადეს ქვეყნის წინაშე მათ მიერ გაწეული ღვაწლისთვის და საქართველოს პრემიერ-მინისტრის გიორგი კვირიკაშვილის მისალოცი ბარათები გადასცეს. აღნიშნული თარიღისადმი მიძღვნილი ღონისძიება დმანისის ახალგაზრდულ ცენტრში, ააიპ კულტურისა და ხელოვნების ცენტრის მხარდაჭერით გაიმართა. საღამო მუსიკალურად გაალამაზა ფოლკლორულმა ანსამბლმა ,,კიდევაც დაიზრდებიან

ვრცლად
დმანისის მუნიციპალიტეტის მოსახლეობას ,,C'' ჰეპატიტის უფასო სკრინინგ-ტესტირება ჩაუტარდაიმპორტირებული სიახლეები
4 მაისი, 2017

დმანისის მუნიციპალიტეტის მოსახლეობას ,,C'' ჰეპატიტის უფასო სკრინინგ-ტესტირება ჩაუტარდა

მიმდინარე წლის 4 მაისს დმანისის მუნიციპალიტეტის მოსახლეობას ,,C'' ჰეპატიტის უფასო სკრინინგ-ტესტირება ჩაუტარდა. მობილური ლაბორატორია დმანისის მუნიციპალიტეტის სოფელ ამამლოს ამბულატორიის შენობასთან 12 საათიდან იყო განთავსებული და ნებისმიერ მოქალაქეს ჰქონდა საშუალება ჩაეტარებინა С ჰეპატიტის უფასო სკრინინგი. აღნიშნული აქტივობა განხორციელდა ,,С'' ჰეპატიტის ელიმინაციის პროგრამის ფარგლებში დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის მიერ, დმანისის მუნიციპალიტეტის გამგეობის ჯა

ვრცლად
დმანისის  მუნიციპალიტეტში პროექტ „მოყვარულთა თასის 2017“ - ის გათამაშების ფარგლებში, მუნიციპალური ასპარეზობა დაიწყოიმპორტირებული სიახლეები
3 მაისი, 2017

დმანისის მუნიციპალიტეტში პროექტ „მოყვარულთა თასის 2017“ - ის გათამაშების ფარგლებში, მუნიციპალური ასპარეზობა დაიწყო

სპორტული პროექტი, რომელიც საქართველოს ფეხბურთის ფედერაციისა და საქართველოს სამოყვარულო ფეხბურთის ასოციაციის ორგანიზებით და ქართული ფეხბურთის განვითარების ფონდთან თანამშრომლობით ხორციელდება, მთელი ქვეყნის მასშტაბით ვრცელდება. მოყვარულთა თასი 2017 ჩატარდება სამ ეტაპად - მუნიციპალური, რეგიონალური და ფინალური. მუნიციპალურ ეტაპზე მონაწილეობას მიიღებენ კონკრეტული მუნიციპალიტეტის გუნდები, რომლებიც იასპარეზებენ თასის სისტემით, ერთ წრედ. მუნიციპალური თასის გამარჯვებული და ზოგიერთ შემთხვევაში, პრიზიორი გ

ვრცლად
უჩა ნანუაშვილი დმანისის მუნიციპალიტეტის მოსახლეობას შეხვდაიმპორტირებული სიახლეები
3 მაისი, 2017

უჩა ნანუაშვილი დმანისის მუნიციპალიტეტის მოსახლეობას შეხვდა

მიმდინარე წლის 3 მაისს სახალხო დამცველი დმანისის მუნიციპალიტეტის მოსახლეობას შეხვდა.შეხვედრა კითხვა-პასუხის რეჟიმში წარიმართა.საუბარი შეეხო იმ პრობლემებს რაც აწუხებს დმანისის მოსახლეობას.

ვრცლად
„ჩვენ თქვენი მეგობრები ვართ“იმპორტირებული სიახლეები
2 მაისი, 2017

„ჩვენ თქვენი მეგობრები ვართ“

„ჩვენ თქვენი მეგობრები ვართ“- პროექტის ფარგლებში 1 მაისს ქალაქ თბილისში, გასართობ ცენტრ „მინიონებში“ შშმ და მძიმე ონკოლოგიურად დაავადებული ბავშვებისთვის ღონისძიება გაიმართა. პროექტის მხარდამჭერია დმანისის მუნიციპალიტეტი.ღონისძიებაში მონაწილეობა მიიღეს ქართული შოუბიზნესისა და რუსეთიდან ჩამოსულმა კინოსა და თეატრის მსახიობებმა. საქველმოქმედო საღამოზე შემოსული თანხა მოხმარდება პროექტში მონაწილე ბავშვებს. ამავე დღეს გაიმართა კონფერენცია სასტუმრო „თიფლისში“ თემაზე „გადავარჩინოთ სხვისი შვილების სი

ვრცლად
„გაიღე სისხლი, გადაარჩინე სიცოცხლე“ დმანისში უანგარო დონორთა აქცია გაიმართაიმპორტირებული სიახლეები
1 მაისი, 2017

„გაიღე სისხლი, გადაარჩინე სიცოცხლე“ დმანისში უანგარო დონორთა აქცია გაიმართა

დმანისის მუნიციპალიტეტის გამგეობის ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამსახურის, გაზეთი ინტერნაციონალის და ნატალია კვანტალიანის სახელობის სისხლის ცენტრალური ბანკის ერთობლივი ინიციატივით, მიმდინარე წლის 30 აპრილს შპს ახალ სამედიცინო ცენტრში, შეზღუდული შესაძლებლობის სტატუსის მქონე ბავშვებისათვის უანგარო დონორთა აქცია - „გაიღე სისხლი, გადაარჩინე სიცოცხლე“ გაიმართა. აქციაში მონაწილეობა მიიღეს დმანისის მუნიციპალიტეტის გამგებელმა გოგი ბარბაქაძემ, გამგეობის და საკრებულოს წარმომადგენლებმა, შსს დმანისის

ვრცლად
დმანისის მუნიციპალიტეტის მოსახლეობას ,,C'' ჰეპატიტის უფასო სკრინინგ-ტესტირება ჩაუტარდაიმპორტირებული სიახლეები
27 აპრილი, 2017

დმანისის მუნიციპალიტეტის მოსახლეობას ,,C'' ჰეპატიტის უფასო სკრინინგ-ტესტირება ჩაუტარდა

მიმდინარე წლის 27 აპრილს დმანისის მუნიციპალიტეტის მოსახლეობას ,,C'' ჰეპატიტის უფასო სკრინინგ-ტესტირება ჩაუტარდა. მობილური ლაბორატორია დმანისის მუნიციპალიტეტის სოფელ კარაბულახის ამბულატორიის შენობასთან 12 საათიდან იყო განთავსებული და ნებისმიერ მოქალაქეს ჰქონდა საშუალება ჩაეტარებინა С ჰეპატიტის უფასო სკრინინგი.

ვრცლად