dmanisi.mun@dmanisi.gov.ge(0360) 22 24 64
დმანისის მუნიციპალიტეტი
მუნიციპალიტეტის სიახლეები

სიახლეები

მთავარი/სიახლეები
მერია და მუნიციპალიტეტი

დმანისის მუნიციპალიტეტის მიმდინარე პროექტები, საზოგადოებრივი ღონისძიებები, სოციალური, კულტურული და ინფრასტრუქტურული სიახლეები.

1,565 სიახლეები119 / 131
„ტყის ზღაპარი“იმპორტირებული სიახლეები
6 აპრილი, 2017

„ტყის ზღაპარი“

დმანისის მუნიციპალიტეტის სკოლამდელი აღზრდის დაწესებულებებში ხობის მუნიციპალიტეტის კულტურის ცენტრის თოჯინების თეატრმა წარმოადგინა სპექტაკლი „ტყის ზღაპარი“. თეატრის ხელმძღვანელი და რეჟისორი რამაზ ლოლუა. სპექტაკლში მონაწილეობდნენ  ქალაქ სენაკის  „აკაკი ხორავას სახელობის თეატრის“ მსახიობები. ,,სპექტაკლმა ბავშვები ძალიან გაახალისა და მშობლები და პედაგოგები მადლიერი დატოვა. დიდი მადლობა მსახიობებს და მათ ხელმძღვანელს“- ისაუბრა : განათლების, კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამსახურის უფრო

ვრცლად
თვითმმართველობათა ტერიტორიული ორგანოების სტატუსში შესატან ცვლილებებთან დაკავშირებით სამუშაო შეხვედრა გაიმართაიმპორტირებული სიახლეები
6 აპრილი, 2017

თვითმმართველობათა ტერიტორიული ორგანოების სტატუსში შესატან ცვლილებებთან დაკავშირებით სამუშაო შეხვედრა გაიმართა

შეხვედრა, რომელიც ადგილობრივ თვითმმართველობათა ასოციაციის პრეზიდენტმა, რუსთავის მერმა დავით ჯიქიამ და ორგანიზაციის აღმასრულებელმა დირექტორმა დავით მელუამ გახსნეს, მხარის გუბერნატორი პაატა ხიზანაშვილი, რუსთავის საკრებულოს თავმჯდომარე დავით მაღლაკელიძე, ქვემო-ქართლის სხვადასხვა მუნიციპალიტეტის ხელმძღვანელი პირები, თვითმმართველობის საკითხებზე მომუშავე არასამთავრობო ორგანიზაციის წარმომადგენლები და მუნიციპალური სამართლის ექსპერტები ესწრებოდნენ.

ვრცლად
ააიპ დმანისის საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრი ბავშვთა დეჰელმინთიზაციის პროგრამას აგრძელებსიმპორტირებული სიახლეები
6 აპრილი, 2017

ააიპ დმანისის საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრი ბავშვთა დეჰელმინთიზაციის პროგრამას აგრძელებს

ააიპ დმანისის საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრის ხელმძღვანელის ნინო ონანაშვილის ინფორმაციით პროგრამის ,,ბავშვთა პროფილაქტიკური დეჰელმინთიზაციის ფარგლებში

ვრცლად
დმანისში საქველმოქმედო საღამო გაიმართაიმპორტირებული სიახლეები
27 მარტი, 2017

დმანისში საქველმოქმედო საღამო გაიმართა

არასამთავრობო ორგანიზაცია ,,დმანისელების“ ინიციატივით 24 მარტს ააიპ დმანისის კულტურისა და ხელოვნების ცენტრის დარბაზში, გამგეობის განათლების, კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის სამსახურის სპეციალისტის შუქრი ჩხეტიანისთვის საქველმოქმედო საღამო გაიმართა საქველმოქმედო საღამოზე შეგროვილი 4000 ლარი გადაეცა შუქრი ჩხეტიანს მკურნალობის კურსის ჩასატარებლად” ისაუბრა : განათლების, კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამსახურის უფროსმა - ეკატერინე ოქრიაშვილმა.

ვრცლად
საკონსულტაციო საბჭოს მორიგი სხდომა ქვემო ქართლის გუბერნიაშიიმპორტირებული სიახლეები
25 მარტი, 2017

საკონსულტაციო საბჭოს მორიგი სხდომა ქვემო ქართლის გუბერნიაში

24 მარტს, ქვემო ქართლში სახელმწიფო რწმუნებულ-გუბერნატორის ადმინისტრაციაში საკონსულტაციო საბჭოს მორიგი სხდომა გაიმართა, რომელსაც ტრადიციისამებრ რეგიონის გუბერნატორი პაატა ხიზანაშვილი უძღვებოდა. დმანისის მუნიციპალიტეტის გამგებელმა გოგი ბარბაქაძემ, სხვადასხვა სფეროში დაგეგმილი და განსახორციელებელი მასშტაბური ღონისძიებების შესახებ ისაუბრა და კომპეტენციის ფარგლებში მუნიციპალიტეტების აქტიური ჩართულობის მნიშვნელობაზე გაამახვილა ყურადღება.

ვრცლად
დმანისის მუნიციპალიტეტს 100 ახალი ნაგვის კონტეინერი შეემატაიმპორტირებული სიახლეები
23 მარტი, 2017

დმანისის მუნიციპალიტეტს 100 ახალი ნაგვის კონტეინერი შეემატა

საქართველოს მუნიციპალური განვითარების ფონდმა, ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკის ფინანსური მხარდაჭერით, დმანისის მუნიციპალიტეტს 100 ახალი ნაგვის კონტეინერი შემატა. ააიპ დმანისის კომუნალური სამსახურის ინფორმაციით კონტეინერები ეტაპობრივად მუნიციპალიტეტის ცენტრალურ ქუჩებზე და სხვადასხვა უბნებში განთავსდება, ასევე მოხდება სოფლებში ძველი კომტეინერების ჩანაცვლება.

ვრცლად
დმანისში სპორტული დარბაზი გაიხსნაიმპორტირებული სიახლეები
23 მარტი, 2017

დმანისში სპორტული დარბაზი გაიხსნა

მიმდინარე წლის 23 მარტს დმანისში 9 აპრილის ქუჩა N32-ში სპორტული დარბაზი გახსნა დმანისის მუნიციპალიტეტის გამგებელმა და ქვემო ქართლში სახელმწიფო რწმუნებულმა - გუბერნატორმა პაატა ხიზანაშვილმა. დარბაზის შესაბამისი ინვენტარით აღჭურვა საქართველოს ძალოსნობის ეროვნულმა ფედერაციამ განახორციელა, ხოლო შესაბამისი ფართის მოძიება და სარეაბილიტაციო სამუშაოები უზრუნველყო ადგილობრივმა მუნიციპალიტეტმა.

ვრცლად
,,ლურჯი ნაკადულის დღეს” დმანისის მუნიციპალიტეტი შეუერთდაიმპორტირებული სიახლეები
22 მარტი, 2017

,,ლურჯი ნაკადულის დღეს” დმანისის მუნიციპალიტეტი შეუერთდა

22 მარტს მთელი მსოფლიო აღნიშნავს წყლის დღეს, რომელიც ცნობილია, როგორც ,,ლურჯი ნაკადულის დღე

ვრცლად
დმანისის მუნიციპალიტეტის მოსახლეობას ,,C'' ჰეპატიტის უფასო სკრინინგ-ტესტირება ჩაუტარდაიმპორტირებული სიახლეები
22 მარტი, 2017

დმანისის მუნიციპალიტეტის მოსახლეობას ,,C'' ჰეპატიტის უფასო სკრინინგ-ტესტირება ჩაუტარდა

მიმდინარე წლის 22 მარტს დმანისის მუნიციპალიტეტის მოსახლეობას ,,C'' ჰეპატიტის უფასო სკრინინგ-ტესტირება ჩაუტარდა. ააიპ დმანისის საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრის ხელმძღვანელის ნინო ონანაშვილის ინფორმაციით, უახლოეს მომავალში კარაბულახის თემის მოსახლეობას ჩაუტარდება ,,C'' ჰეპატიტის უფასო სკრინინგ-ტესტირება, ასევე აპრილის ბოლოს შეირჩევა კიდევ ერთი თემი.    

ვრცლად
პოლონეთის რესპუბლიკის ოფიციალური დელეგაციის ვიზიტი დმანისის მუნიციპალიტეტშიიმპორტირებული სიახლეები
22 მარტი, 2017

პოლონეთის რესპუბლიკის ოფიციალური დელეგაციის ვიზიტი დმანისის მუნიციპალიტეტში

პოლონეტის რესპუბლიკის ოფიციალური დელეგაცია სტუმრობდა დმანისს.სტუმრებს გულთბილი შეხვედრა მოუწყეს დმანისის მუნიციპალიტეტის გამგებელმა და სამსახურების წარმომადგენლებმა. მუნიციპალიტეტის ხელმძღვანელობამ სტუმრებს დაათვალიერებინეს დმანისის არქეოლოგიური საექსპოზიციო დარბაზი და დმანისის ნაქალაქარი.

ვრცლად
მეგობრები არ ითვლიან ქრომოსომებს !იმპორტირებული სიახლეები
21 მარტი, 2017

მეგობრები არ ითვლიან ქრომოსომებს !

21 მარტი - დაუნის სინდრომის საერთაშორისო დღეა. ეს თარიღი გაერთიანებული ერების ორგანიზაციის ეგიდით 2011 წლიდან დაწესდა და მსოფლიოს უმეტეს ქვეყანაში, მათ შორის საქართველოშიც, აღინიშნება. საერთაშორისო ღონისძიებების მთავარი მიზანი დაუნის სინდრომთან დაკავშრებით საზოგადოების ინფორმირება, ცნობიერების ამაღლება და მხარდაჭერის მოპოვებაა.

ვრცლად
დმანისში ,,ნოვრუზ ბაირამის" დღესასწაული აღინიშნაიმპორტირებული სიახლეები
21 მარტი, 2017

დმანისში ,,ნოვრუზ ბაირამის" დღესასწაული აღინიშნა

21 მარტს ,,ნოვრუზ ბაირამის“ დღესასწაული დმანისში სოფელ ქვემო ოროზმანში აღინიშნა. დმანისში მცხოვრებ ერთნიკურ აზერბაიჯანელებს ეროვნული დღესასწაული დმანისის მუნიციპალიტეტის ხელმძღვანელ პირებთან ერთად აზერბაიჯანის კონგრესის თავმჯდომარემ ალი ბაბაევმა მიულოცა.

ვრცლად