dmanisi.mun@dmanisi.gov.ge(0360) 22 24 64
დმანისის მუნიციპალიტეტი
მუნიციპალიტეტის სიახლეები

სიახლეები

მთავარი/სიახლეები
მერია და მუნიციპალიტეტი

დმანისის მუნიციპალიტეტის მიმდინარე პროექტები, საზოგადოებრივი ღონისძიებები, სოციალური, კულტურული და ინფრასტრუქტურული სიახლეები.

1,565 სიახლეები121 / 131
დმანისის მუნიციპალიტეტში სახელმწიფო დროშა დაეშვაიმპორტირებული სიახლეები
25 თებერვალი, 2017

დმანისის მუნიციპალიტეტში სახელმწიფო დროშა დაეშვა

საქართველოს პარლამენტის გადაწყვეტილებით, 25 თებერვალი საბჭოთა ოკუპაციის დღედ არის გამოცხადებული. ყოველი წლის 25 თებერვალს ქვეყნის მთელ ტერიტორიაზე სახელმწიფო დროშები ეშვება და ოკუპაციის მსხვერპლთა ხსოვნის საპატივცემულოდ წუთიერი დუმილი ცხადდება. დაღუპულთა ხსოვნის პატივსაცემად დმანისის მუნიციპალიტეტში სახელმწიფო დროშები დაუშვეს.    

ვრცლად
საკონსულტაციო საბჭოს სხდომაიმპორტირებული სიახლეები
24 თებერვალი, 2017

საკონსულტაციო საბჭოს სხდომა

23 თებერვალს ქვემო ქართლში სახელმწიფო რწმუნებულ-გუბერნატორის ადმინისტრაციაში საკონსულტაციო საბჭოს მორიგი სხდომა გაიმართა, რომელსაც ტრადიციისამებრ მხარის გუბერნატორი, პაატა ხიზანაშვილი უძღვებოდა. საბჭოს წევრებმა რეგიონული პროექტების მიმდინარეობა შეაფასეს და განხორციელების პროცესში შესატანი ცვლილებები განიხილეს. მხარისა და მუნიციპალიტეტების ხელმძღვანელმა პირებმა რეგიონის ერთიან სამოქმედო გეგმაში შესატანი ცვლილებების შესახებაც იმსჯელეს და საკითხთან დაკავშირებით საკუთარი პოზიცია წარმოადგინეს.

ვრცლად
სოფელ კამარლოში მისასვლელი გზის მიმდებარე ტერიტორია დასუფთავდაიმპორტირებული სიახლეები
23 თებერვალი, 2017

სოფელ კამარლოში მისასვლელი გზის მიმდებარე ტერიტორია დასუფთავდა

დმანისის მუნიციპალიტეტის მასშტაბით მიმდინარე დასუფთავების კამპანიის ფარგლებში, რომელიც გულისხმობს სხვადასხვა სახის ნარჩენებისაგან გარემოს დასუფთავებას, 2017 წლის 23 თებერვალს ადგილობრივი თვითმმართველობის მხარდაჭერით და ააიპ კომუნალური სამსახურის ძალისხმევით, სოფელ კამარლოში მისასვლელი გზის მიმდებარე ტერიტორია დასუფთავდა საყოფაცხოვრებო და სხვა სახის ნარჩენებისაგან.

ვრცლად
ტრენინგი თემაზე - საქართველოში კატასტროფის რისკის შემცირებაიმპორტირებული სიახლეები
20 თებერვალი, 2017

ტრენინგი თემაზე - საქართველოში კატასტროფის რისკის შემცირება

,,გამომდინარე იქიდან, რომ სამუშაო ჯგუფების ამოცანაა პირუტყვის დაავადებებით გამოწვეული პრევენციის მექანიზმის გაძლიერება, ტრენინგის ბოლო ნაწილი სიმულაციურ სავარჯიშოს დაეთმო. ტრენინგზე მიღებული ცოდნა და პრაქტიკული გამოცდილება სამუშაო ჯგუფს მუნიციპალიტეტში არსებული რისკების იდენტიფიკაციასა და შესაბამისი მუნიციპალური სამსახურების საქმიანობის სწორი სტრატეგიის განსაზღვრაში დაეხმარება. აღსანიშნავია რომ, დმანისის მუნიციპალიტეტში სამუშაო ჯგუფი შეიქმნა ,,მცირე კავკასიის ალიანსების პროგრამების ფასილიტაციით“

ვრცლად
გაწმენდილია სოფლებში მისასვლელი გზის საფარიიმპორტირებული სიახლეები
20 თებერვალი, 2017

გაწმენდილია სოფლებში მისასვლელი გზის საფარი

დმანისის მუნიციპალიტეტში მოსული უხვი ნალექის გამო შესაბამისი სამსახურები საგანგებო რეჟიმში მუშაობენ. გაწმენდილია სოფლებში (ირგანჩაი, დაგარახლო, იფნარი, კიზილაჯლო) მისასვლელი გზის საფარი.აღნიშნულ სამუშაოებს მთელი დღის განმავლობაში მონიტორინგს უწევდნენ გამგეობის ინფრასტრუქტურის და ეკონომიკის განვითარების სამსახურის თანამშრომლები.  

ვრცლად
საქართველოს სასკოლო სპორტული ოლიმპიადის  პირველი ეტაპიიმპორტირებული სიახლეები
20 თებერვალი, 2017

საქართველოს სასკოლო სპორტული ოლიმპიადის პირველი ეტაპი

2017 წლის 18-19 თებერვალს ქალაქ დმანისის N3 საჯარო სკოლაში გაიმართა საქართველოს სასკოლო სპორტული ოლიმპიადის პირველი ეტაპი ფრენბურთში. ორგანიზატორი იყო დმანისის მუნიციპალიტეტის განათლების, კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის სამსახური, კოორდინატორი საქართველოს ბავშვთა და მოსწავლე ახალგაზრდობის სპორტის ეროვნული ფედერაცია. როგორც ვაჟებში ისე გოგონებში გამარჯვება წილად ხვდათ ქალაქ დმანისის N3 საჯარო სკოლის გუნდებს (პედაგოგი ალექსანდრე დაუთაშვილი). გამარჯვებულ გუნდებს გადაეცათ თასები.

ვრცლად
დმანისს დღეიდან უკვე ორი ახალი ნაგავმზიდი მანქანა ემსახურებაიმპორტირებული სიახლეები
20 თებერვალი, 2017

დმანისს დღეიდან უკვე ორი ახალი ნაგავმზიდი მანქანა ემსახურება

საქართველოს მუნიციპალური განვითარების ფონდმა, ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკის ფინანსური მხარდაჭერით, დმანისის მუნიციპალიტეტისთვის თანამედროვე სტანდარტებით აღჭურვილი ორი ახალი, შვიდი და ცამეტი კუბური მოცულობის ნაგავმზიდი მანქანა შეიძინა. უახლოეს მომავალში მუნიციპალიტეტს 100 ახალი ნაგვის კონტეინერებიც შეემატება. კონტეინერები მუნიციპალიტეტის სხვადასხვა უბნებში განთავსდება.

ვრცლად
ადამიანის უფლებების დაცვის თემაზე გამართულ შეხვედრას დმანისის მუნიციპალიტეტის ხელმძღვანელი პირები ესწრებოდნენიმპორტირებული სიახლეები
13 თებერვალი, 2017

ადამიანის უფლებების დაცვის თემაზე გამართულ შეხვედრას დმანისის მუნიციპალიტეტის ხელმძღვანელი პირები ესწრებოდნენ

შეხვედრა მიზნად ისახავდა ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენელთათვის ადამიანის უფლებების ეროვნული და საერთაშორისო სტანდარტების შესახებ იფორმაციის მიწოდებას. ტრენინგს ქვემო ქართლის გუბერნატორი პაატა ხიზანაშვილი, რუსთავის მერი დავით ჯიქია და ქვემო ქართლის მუნიციპალიტეტების გამგებლები ესწრებოდნენ.

ვრცლად
დმანისის მუნიციპალიტეტის გამგებელმა ქალთა ასოციაცია ,,თანხმობისა" და ,,მრავალენოვანი საქართველოს ქალების" წარმომადგენლებს უმასპინძლაიმპორტირებული სიახლეები
8 თებერვალი, 2017

დმანისის მუნიციპალიტეტის გამგებელმა ქალთა ასოციაცია ,,თანხმობისა" და ,,მრავალენოვანი საქართველოს ქალების" წარმომადგენლებს უმასპინძლა

დმანისის მუნიციპალიტეტის გამგებელი გოგი ბარბაქაძე არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლებს, კომპეტენციის ფარგლებში, მუნიციპალიტეტში პროექტების განხორციელების პროცესში დახმარებას დაპირდა. შეხვედრას ესწრებოდა დმანისის მუნიციპალიტეტის გამგეობის ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამსახურის უფროსი - მეგი ედიბერიძე.

ვრცლად
დმანისის მუნიციპალიტეტის ხელმძღვანელებმა განსაკუთრებული საჭიროების მქონე დმანისელს გადაადგილებისათვის დამხმარე ეტლი გადასცესიმპორტირებული სიახლეები
8 თებერვალი, 2017

დმანისის მუნიციპალიტეტის ხელმძღვანელებმა განსაკუთრებული საჭიროების მქონე დმანისელს გადაადგილებისათვის დამხმარე ეტლი გადასცეს

,,ჩვენ სხვადასხვა სამთავრობო თუ არასამთავრობო სექტორთან თანამშრომლობის შედეგად, პერიოდულად ვახდენთ ჩვენს მუნიციპალიტეტში მცხოვრები განსაკუთრებული საჭიროების მქონე პირთა დამხმარე ეტლებით უზრუნველყოფას. დღეს გვქონდა მორიგი აქცია, რომლიც ეტაპობრივად გაგრძელდება

ვრცლად