dmanisi.mun@dmanisi.gov.ge(0360) 22 24 64
დმანისის მუნიციპალიტეტი
მუნიციპალიტეტის სიახლეები

სიახლეები

მთავარი/სიახლეები
მერია და მუნიციპალიტეტი

დმანისის მუნიციპალიტეტის მიმდინარე პროექტები, საზოგადოებრივი ღონისძიებები, სოციალური, კულტურული და ინფრასტრუქტურული სიახლეები.

1,565 სიახლეები118 / 131
სოფელ განთიადში მინი ფეხბურთი გაიმართაიმპორტირებული სიახლეები
27 აპრილი, 2017

სოფელ განთიადში მინი ფეხბურთი გაიმართა

მიმდინარე წლის 26-27 აპრილს დმანისის მუნიციპალიტეტის სოფელ განთიადში გაიმართა მინი ფეხბურთი ,,სპორტი ბარიერების გარეშე

ვრცლად
სოფელ განთიადში ბიბლიოთეკა საზეიმო ვითარებაში გაიხსნაიმპორტირებული სიახლეები
25 აპრილი, 2017

სოფელ განთიადში ბიბლიოთეკა საზეიმო ვითარებაში გაიხსნა

მიმდინარე წლის 25 აპრილს, დმანისის მუნიციპალიტეტის სოფელ განთიადში საზეიმო ვითარებაში გაიხსნა სოფლის ბიბლიოთეკა. ბიბლიოთეკის გახსნაზე განთიადის საჯარო სკოლის აღსაზრდელებმა წაიკითხეს ცნობილი ქართველი პოეტების ლექსები. დმანისის მუნიციპალიტეტის გამგებელმა გოგი ბარბაქაძემ და საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკის წარმომადგენელმა გურამ თაყნიაშვილმა სიმბოლური გახსნა ლენტის გაჭრით აღნიშნეს.

ვრცლად
სპორტული  ფესტივალიიმპორტირებული სიახლეები
25 აპრილი, 2017

სპორტული ფესტივალი

სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამინისტროს სსიპ „ბავშვთა და ახალგაზრდობის ეროვნული ცენტრი“ ახორციელებს შემდეგ სპორტულ აქტივობებს: 1.საბავშვო ქუჩის ფეხბურთის ფესტივალი2. საბავშვო ქუჩის კალთბურთის ახალგაზრდული ფესტივალი3.სპრინტი -60 მეტრზე4. ჭადრაკი მიმდინარე წლის 25 აპრილს ქ.დმანისში ჩატარდა მუნიციპალური შეხვედრა ჭადრაკში და სპრინტში.ჭადრაკის შეხვედრას მსაჯობდა ააიპ“ომარ მუმლაძის სახელობის სპორტული სკოლის ჭადრაკის წრის ხელმძღვანელი ომარ ჭელიძე. გოგონებს შორის გაიმარჯვა ანა დევნოზაშვილმა(ქ.დ

ვრცლად
დმანისელმა გოგონამ საქართველოს ეროვნულ ნაკრებში ადგილი დაიმკვიდრაიმპორტირებული სიახლეები
24 აპრილი, 2017

დმანისელმა გოგონამ საქართველოს ეროვნულ ნაკრებში ადგილი დაიმკვიდრა

,,მიმდინარე წლის 19-20 აპრილს, ქალაქ ქუთაისში გაიმართა საქართველოს პირველობა ძალოსნობაში, სადაც წარმატებით იასპარეზა დმანისელმა გოგონამ მაკა ვეფხვაძემ. ამ შედეგით მაკამ დაიმკვიდრა ადგილი საქართველოს ეროვნულ ნაკრებში

ვრცლად
დმანისის მუნიციპალიტეტის კულტურისა და ხელოვნების ცენტრმა ცოცხალ წიგნებს უმასპინძლაიმპორტირებული სიახლეები
24 აპრილი, 2017

დმანისის მუნიციპალიტეტის კულტურისა და ხელოვნების ცენტრმა ცოცხალ წიგნებს უმასპინძლა

მიმდინარე წლის 24 აპრილს საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტროს, ასევე დმანისის მუნიციპალიტეტის თვითმმართველობის მხარდაჭერით, ლიტერატურულ-საგანმანათლებლო პროექტის „ცოცხალი წიგნები“ -ის ფარგლებში თანამედროვე ქართველი მწერლების და პოეტების მობილური ჯგუფი დმანისის მუნიციპალიტეტს ესტუმრა. ჯგუფის შემადგენლობაში არიან: ნინო გუგეშაშვილი, ლელა ცუცქირიძე, ნიკა ჩერქეზიშვილი, გიორგი კაკაბაძე, რობერტ მესხი, მარიამ წიკლაური.

ვრცლად
დმანისის მუნიციპალიტეტში დედამიწის დღესთან დაკავშირებით დასუფთავების აქცია მოეწყოიმპორტირებული სიახლეები
22 აპრილი, 2017

დმანისის მუნიციპალიტეტში დედამიწის დღესთან დაკავშირებით დასუფთავების აქცია მოეწყო

22 აპრილს დმანისის მუნიციპალიტეტში დედამიწის დღესთან დაკავშირებით, ,,სუფთად ევროპისკენ” - კამპანიის ფარგლებში, დასუფთავების აქცია მოეწყო.დმანისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს, გამგეობის და ა(ა)იპ სამსაურების თანამშრომლებმა, სოფელ პანტიანის ტბის მიმდებარე ტერიტორია დაასუფთავეს პოლიეთილენის ბოთლების, პარკებისა და სხვა საყოფაცხოვრებო ნარჩენებისგან. აქციას შეუერთდა სსიპ ეროვნული სატყეო სააგენტოს ქვემო ქართლის სატყეო სამსახური და კამარლოს საჯარო სკოლის მოსწავლეები.

ვრცლად
დმანისში 2017 წლის სასკოლო სპორტული ოლიმპიადის რეგიონული ღონისძიება გაიმართა გეზრბენშიიმპორტირებული სიახლეები
22 აპრილი, 2017

დმანისში 2017 წლის სასკოლო სპორტული ოლიმპიადის რეგიონული ღონისძიება გაიმართა გეზრბენში

2017 წლის სასკოლო სპორტული ოლიმპიადის რეგიონული ღონისძიება გეზრბენში (კროსი) დმანისის მუნიციპალიტეტში პანტიანის ტბის მიმდებარე ტერიტორიაზე გაიმართა. ღონისძიებაში მონაწილეობა მიიღო ქვემო ქართლის რეგიონის ყველა მუნიციპალიტეტის გუნდმა. ვაჟებში პირველი ადგილი დაიკავა მარნეულის მუნიციპალიტეტის გუნდმა (გუნდის ხელმძღვანელი ჯეირან გულბანი), მე-2 ადგილი - რუსთავის გუნდმა, მე-3 კი წალკის მუნიციპალიტეტის გუნდმა.

ვრცლად
დმანისში აღდგომის ბრწყინვალე დღესასწაული, დედაენის და სიყვარულის დღე აღინიშნაიმპორტირებული სიახლეები
21 აპრილი, 2017

დმანისში აღდგომის ბრწყინვალე დღესასწაული, დედაენის და სიყვარულის დღე აღინიშნა

მიმდინარე წლის 21 აპრილს დმანისის კულტურისა და ხელოვნების ცენტრში აღდგომის ბრწყინვალე დღესასწაული, დედაენის და სიყვარულის დღე აღინიშნა. ღონისძიებაზე მოწვეული იყვნენ ქალაქ დმანისის სამივე საჯარო სკოლისა და სოფლების: განთიადის, ჯავახის, ბოსლების, მაშავერის, დიდი დმანისის, ვარდისუბნის, გომარეთის პირველი კლასის პედაგოგები. მოწვეული იყო ასევე სოფელ ჯავახის საჯარო სკოლის დამსახურებული ფილოლოგი ზამირა ორქიაშვილი, რომელმაც საკუთარი ლექსი წაიკითხა. პედაგოგებს დმანისის მუნიციპალიტეტის თვითმმართველობის სა

ვრცლად
დმანისში სათესლე-სანერგე კულტურების გამოფენა-გაყიდვა გაიმართაიმპორტირებული სიახლეები
13 აპრილი, 2017

დმანისში სათესლე-სანერგე კულტურების გამოფენა-გაყიდვა გაიმართა

მიმდინარე წლის 12 აპრილს დმანისის მუნიციპალიტეტში, გამგეობის მხარდაჭერით გაიმართა სათესლე-სანერგე კულტურების გამოფენა-გაყიდვა. ადგილობრივ ფერმერებს მიეცათ საშუალება შეეძინათ ახალი კულტურები და თანამედროვე ტექნოლოგიების გათვალისწინებით მიიღეს ინფორმაცია მათი მოვლა-მოყვანის თანამედროვე მეთოდების შესახებ.

ვრცლად
დმანისში 1989 წლის 9 აპრილის ტრაგედია და ქვეყნის დამოუკიდებლობისა და ერთიანობისათვის თავგანწირული ადამიანები გაიხსენესიმპორტირებული სიახლეები
9 აპრილი, 2017

დმანისში 1989 წლის 9 აპრილის ტრაგედია და ქვეყნის დამოუკიდებლობისა და ერთიანობისათვის თავგანწირული ადამიანები გაიხსენეს

დმანისელებმა დღეს ტრადიციულად 1989 წლის 9 აპრილის ტრაგედია და ქვეყნის დამოუკიდებლობისა და ერთიანობისათვის თავგანწირული ადამიანები გაიხსენეს. მემორიალი გვირგვინით შეამკეს და პატივი მიაგეს დაღუპულთა ხსოვნას. 1989 წლის 9 აპრილის ტრაგედიიდან დღეს 28 წელი შესრულდა. 1989 წლის 9 აპრილს, გამთენიისას, საბჭოთა კავშირის შეიარაღებული ძალების ნაწილებმა თბილისის ცენტრში, პარლამენტის შენობასთან მშვიდობიანი საპროტესტო აქცია დაარბიეს, რასაც მსხვერპლი მოჰყვა.

ვრცლად
სოფელ კარაბულახის მოსახლეობას უფასო სამედიცინო-პროფილაქტიკური შემოწმება ჩაუტარდაიმპორტირებული სიახლეები
8 აპრილი, 2017

სოფელ კარაბულახის მოსახლეობას უფასო სამედიცინო-პროფილაქტიკური შემოწმება ჩაუტარდა

საქართველოს აქტიურ აზერბაიჯანელ ქალთა ასოციაციის ინიციატივით, სამედიცინო ცენტრ „ლანცეტის“ და დმანისის მუნიციპალიტეტის თვითმმართველობის მხარდაჭერით 8 აპრილს დმანისის მუნიციპალიტეტის სოფელ კარაბულახის მოსახლეობას სამედიცინო-პროფილაქტიკური შემოწმება ჩაუტარდა. უფასო გამოკვლევა გაიარა 100-ზე მეტმა ადამიანმა. სამედიცინო კონსულტაციები და გამოკვლევები ჩაატარეს მაღალკვალიფიციურმა სპეციალისტებმა სხვადასხვა მიმართულებით: თერაპია, კარდიოლოგია, ოფთალმოლოგია, ქირურგია, მეან-გინეკოლოგია და სხვა. უფასო კონსულტ

ვრცლად
საკონსულტაციო საბჭოს მორიგი სხდომა სამხარეო ადმინისტრაციაშიიმპორტირებული სიახლეები
7 აპრილი, 2017

საკონსულტაციო საბჭოს მორიგი სხდომა სამხარეო ადმინისტრაციაში

7 აპრილს ქვემო ქართლში სახელმწიფო რწმუნებულის ადმინისტრაციაში საკონსულტაციო საბჭოს მორიგი სხდომა გაიმართა, რომელსაც ტრადიციისამებრ მხარის გუბერნატორი, პაატა ხიზანაშვილი უძღვებოდა. საბჭოს წევრებმა განიხილეს დღის წესრიგით გათვალისწინებული საკითხები და შეაფასეს რეგიონული პროექტების მიმდინარეობა; კერძოდ, მთის განვითარების ფონდიდან წალკის, ბოლნისის, დმანისისა და თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტებში დაფინანსებული პროექტები. მხარისა და მუნიციპალიტეტის ხელმძღვანელმა პირებმა სხდომაზე ასევე იმსჯელეს რეგიონის მას

ვრცლად