dmanisi.mun@dmanisi.gov.ge(0360) 22 24 64
დმანისის მუნიციპალიტეტი
მუნიციპალიტეტის სიახლეები

სიახლეები

მთავარი/სიახლეები
მერია და მუნიციპალიტეტი

დმანისის მუნიციპალიტეტის მიმდინარე პროექტები, საზოგადოებრივი ღონისძიებები, სოციალური, კულტურული და ინფრასტრუქტურული სიახლეები.

1,565 სიახლეები17 / 131
12 აგვისტოს, დიდგორის ველზე გამართულ ,,დიდგორობის" სახალხო დღესასწაულს დმანისის მუნიციპალიტეტი შეუერთდა.იმპორტირებული სიახლეები
12 აგვისტო, 2024

12 აგვისტოს, დიდგორის ველზე გამართულ ,,დიდგორობის" სახალხო დღესასწაულს დმანისის მუნიციპალიტეტი შეუერთდა.

ღონისძიებას საქართველოს პრემიერ-მინისტრი, ირაკლი კობახიძე, ქვემო ქართლში სახელმწიფო რწმუნებული, გიორგი დოხტურიშვილი, დმანისის მუნიციპალიტეტის მერი, კობა მურადაშვილი, მთავრობის ადმინისტრაციის წარმომადგენლები, მინისტრთა კაბინეტისა და პარლამენტის წევრები ესწრებოდნენ.

ვრცლად
2008 წლის რუსეთ-საქართველოს ომიდან 16 წელი გავიდაიმპორტირებული სიახლეები
8 აგვისტო, 2024

2008 წლის რუსეთ-საქართველოს ომიდან 16 წელი გავიდა

საქართველოს ერთიანობისთვის ბრძოლაში დაღუპული გმირების პატივსაცემად, დმანისის მუნიციპალიტეტის მერმა, კობა მურადაშვილმა, საკრებულოს თავმჯდომარემ, პაატა ყულიაშვილმა მოადგილეებთან, საკრებულოს წევრებთან და თვითმმართველობის წარმომადგენლებთან ერთად ომში დაღუპული გმირების მემორიალი გვირგვინით შეამკეს და წუთიერი დუმილით პატივი მიაგეს დაღუპულთა ხსოვნას.

ვრცლად
დმანისის მუნიციპალიტეტში მონაწილეობითი ბიუჯეტის განხორციელება იწყებაიმპორტირებული სიახლეები
8 აგვისტო, 2024

დმანისის მუნიციპალიტეტში მონაწილეობითი ბიუჯეტის განხორციელება იწყება

მოქალაქეებს შეუძლიათ თვითონ გადაწყვიტონ, თუ რაში დაიხარჯება მუნიციპალიტეტის ბიუჯეტიდან გამოყოფილი თანხა. ამასთან დაკავშირებით დღეს საინფორმაციო კამპანია გაიმართა.

ვრცლად
დმანისის მუნიციპალიტეტის  მერიის მხარდაჭერით, პანტიანის ტბის მიმდებარე ტერიტორიაზე ფესტივალი "Art-გენი 2024" გაიმართა.იმპორტირებული სიახლეები
4 აგვისტო, 2024

დმანისის მუნიციპალიტეტის მერიის მხარდაჭერით, პანტიანის ტბის მიმდებარე ტერიტორიაზე ფესტივალი "Art-გენი 2024" გაიმართა.

მაყურებლის წინაშე წარდგნენ ადგილობრივი ფოლკლორული ანსამბლები, მომღერალ ბავშვთა/ ახალგაზრდული ჯგუფები, რეგიონი და შერეკილები.

ვრცლად
დმანისის მუნიციპალიტეტის თვითმმართველობამ, ღონისძიებაში „ილიაობა“ მიიღო მონაწილეობა.იმპორტირებული სიახლეები
3 აგვისტო, 2024

დმანისის მუნიციპალიტეტის თვითმმართველობამ, ღონისძიებაში „ილიაობა“ მიიღო მონაწილეობა.

სახალხო დღესასწაული საგურამოში, ილია ჭავჭავაძის სახლმუზეუმში ჩატარდა. ღონისძიებაში მონაწილეობა ქვემო ქართლის მუნიციპალიტეტებმა მიიღეს, სადაც წარმოდგენილი იყო თითოეული მუნიციპალიტეტის ეთნო კუთხეები და საგამოფენო სივრცეები. შემოქმედებითი ჯგუფების მიერ გაიმართა კონცერტი.

ვრცლად
წალკის მუნიციპალიტეტში მაღალმთიანი დასახლებების განვითარების 2024-2030 წლების სტრატეგიისა და მისი 2024-2026 წლების სამოქმედო გეგმის შემუშავების შესახებ საჯარო განხილვა-დისკუსია გაიმართა.იმპორტირებული სიახლეები
8 ივლისი, 2024

წალკის მუნიციპალიტეტში მაღალმთიანი დასახლებების განვითარების 2024-2030 წლების სტრატეგიისა და მისი 2024-2026 წლების სამოქმედო გეგმის შემუშავების შესახებ საჯარო განხილვა-დისკუსია გაიმართა.

დოკუმენტის მაკოორდინირებელ უწყებად განსაზღვრულია საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტრო. სტრატეგიის დამტკიცებამდე, სავალდებულოა მათი საჯაროდ განხილვა ასევე ადგილობრივი ხელისუფლებისა და მოსახლეობისაგან უკუკავშირის მოსმენა.

ვრცლად
დღეს სოფელ გომარეთში ტრადიციულად სახალხო ზეიმი ,,გომარეთობა" აღინიშნაიმპორტირებული სიახლეები
24 ივნისი, 2024

დღეს სოფელ გომარეთში ტრადიციულად სახალხო ზეიმი ,,გომარეთობა" აღინიშნა

სახალხო დღესასწაული ადგილობრივ მოსახლეობას პირადად მიულოცა საქართველოს პარლამენტში ბოლნისის, დმანისის, თეთრიწყაროსა და წალკის მაჟორიტარმა გოგი მეშველიანმა, დმანისის მუნიციპალიტეტის მერმა კობა მურადაშვილმა, საკრებულოს თავმჯდომარემ პაატა ყულიაშვილმა, დმანისისა და აგარაკ-ტაშირის მთავარეპისკოპოსმა ზენონ იარაჯულმა, პროტოსინგელოსმა დიონისე გვიმრაძემ და ადგილობრივი ხელისუფლების სხვა წარმომადგენლებმა.

ვრცლად
დმანისის მუნიციპალიტეტის მერიის ორგანიზებით, ისტორიული მატჩის საგულშემატკივროდ ცენტრალურ სკვერში დიდ ეკრანზე საქართველო-თურქეთის მატჩის პირდაპირი ტრანსლაცია გაიმართა.იმპორტირებული სიახლეები
19 ივნისი, 2024

დმანისის მუნიციპალიტეტის მერიის ორგანიზებით, ისტორიული მატჩის საგულშემატკივროდ ცენტრალურ სკვერში დიდ ეკრანზე საქართველო-თურქეთის მატჩის პირდაპირი ტრანსლაცია გაიმართა.

საფეხბურთო მატჩების ჩვენების პარალერულად გულშემატკივრებს საკვები ობიექტები დახვდათ. მიუხედავად დღევანდელი მარცხისა, ყველაფერი ჯერ კიდევ წინ არის და წარმატებებს ვუსურვებთ საქართველოს ნაკრებს მომდევნო თამაშებში.

ვრცლად
დმანისის მუნიციპალიტეტში, სპორტის დამსახურებული მუშაკის, შუქრი ჩხეტიანის სახელობის ტურნირი გაიმართაიმპორტირებული სიახლეები
18 ივნისი, 2024

დმანისის მუნიციპალიტეტში, სპორტის დამსახურებული მუშაკის, შუქრი ჩხეტიანის სახელობის ტურნირი გაიმართა

ტურნირის ფინალურ შეხვედრაში ერთმანეთს დაუპირისპირდნენ დიდი დმანისის და დმანისის გუნდები. დაძაბულ შეხვედრაში დიდი დმანისის გუნდმა მოიპოვა გამარჯვება.

ვრცლად