იმპორტირებული სიახლეებიგარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილე თენგიზ ნასარიძე, დმანისის მერ კობა მურადაშვილთან ერთად, დმანისის მუნიციპალიტეტში, გაუდაბნოებასთან ბრძოლის საერთაშორისო დღის აღნიშვნის ფარგლებში გამართულ ღონისძიებას დაესწრო.
გაუდაბნოებასთან ბრძოლისა და გვალვის საერთაშორისო დღე გაერთიანებული ერების ორგანიზაციის ინიციატივით 1994 წელს დაწესდა და ყოველწლიურად 17 ივნისს აღინიშნება. საერთაშორისო დღის წლევანდელი გზავნილია: „გაერთიანება მიწის გარშემო, ჩვენი მემკვიდრეობა, ჩვენი მომავალი“.
ვრცლად










