dmanisi.mun@dmanisi.gov.ge(0360) 22 24 64
დმანისის მუნიციპალიტეტი
მუნიციპალიტეტის სიახლეები

სიახლეები

მთავარი/სიახლეები
მერია და მუნიციპალიტეტი

დმანისის მუნიციპალიტეტის მიმდინარე პროექტები, საზოგადოებრივი ღონისძიებები, სოციალური, კულტურული და ინფრასტრუქტურული სიახლეები.

1,565 სიახლეები20 / 131
დმანისში 9 აპრილს დაღუპულთა მემორიალი გვირგვინით შეამკესიმპორტირებული სიახლეები
9 აპრილი, 2024

დმანისში 9 აპრილს დაღუპულთა მემორიალი გვირგვინით შეამკეს

დმანისის მუნიციპალიტეტის მერმა კობა მურადაშვილმა, მოადგილეებთან, საკრებულოს თავმჯდომარესთან, პაატა ყულიაშვილთან, საკრებულოს წევრებთან და მოაქალაქეებთან ერთად, სოფელ ბოსლებში, 9 აპრილს დაღუპულთა მემორიალი გვირგვინით შეამკო და მათ ხსოვნას პატივი მიაგო.

ვრცლად
სპორტის საერთაშორისო დღეს დმანისის მუნიციპალიტეტი შეუერთდაიმპორტირებული სიახლეები
8 აპრილი, 2024

სპორტის საერთაშორისო დღეს დმანისის მუნიციპალიტეტი შეუერთდა

სპორტის საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით, დმანისის მუნიციპალიტეტში, სასკოლო ლიგის ფარგლებში გოგონებსა და ვაჟებს შორის მინი ფეხბურთსა და ფრენბურთში ტურნირი გაიმართა. მინი ფეხბურთში გამარჯვება ქალაქ დმანისის N1 საჯარო სკოლამ მოიპოვა, ხოლო მეორე საპრიზო ადგილი სოფელ დიდი დმანისის საჯარო სკოლამ დაიკავა.

ვრცლად
ობა მურადაშვილი ა(ა)იპ ომარ მუმლაძის სახელობის დმანისის სპორტული სკოლის, მკლავჭიდის წრის სპორტსმენებს შეხვდა და წარმატებით ასპარეზობა მიულოცაიმპორტირებული სიახლეები
27 მარტი, 2024

ობა მურადაშვილი ა(ა)იპ ომარ მუმლაძის სახელობის დმანისის სპორტული სკოლის, მკლავჭიდის წრის სპორტსმენებს შეხვდა და წარმატებით ასპარეზობა მიულოცა

დმანისის მუნიციპალიტეტის მერი, კობა მურადაშვილი ა(ა)იპ ომარ მუმლაძის სახელობის დმანისის სპორტული სკოლის, მკლავჭიდის წრის სპორტსმენებს შეხვდა და წარმატებით ასპარეზობა მიულოცა. სპორტსმენებმა მიმდინარე წლის 8-9 მარტს თბილისის ღია პირველობაზე მოიპოვეს საპრიზო ადგილი და ევროპის ჩემპიონატზე ასპარეზობის ლიცენზია, ჩემპიონატი გაიმართება 2-12 მაისს, სლოვაკეთის ქალაქ ბრატისლავაში.

ვრცლად
კობა მურადაშვილი, თეატრისა და კინოს უნივერსიტეტის სტუდენტებისა და დმანისის თეატრის ერთობლივი სპექტაკლის - „სავანის“ პრემიერას დაესწროიმპორტირებული სიახლეები
26 მარტი, 2024

კობა მურადაშვილი, თეატრისა და კინოს უნივერსიტეტის სტუდენტებისა და დმანისის თეატრის ერთობლივი სპექტაკლის - „სავანის“ პრემიერას დაესწრო

პიესა თანამედროვე ქალების ყოფას ეხებოდა. შადიმან შამანაძის პიესის - „ერთხელ მხოლოდ, ისიც ძილში“ - მიხედვით დადგმულ ერთმოქმედებიან წარმოდგენაში მონაწილეობენ თეატრისა და კინოს უნივერსიტეტის დრამისა და კინოს მსახიობის სპეციალობის მესამე კურსის სტუდენტები. საპრემიერო ჩვენებას კულტურისა და სპორტის მინისტრი თეა წულუკიანი, დმანისის მუნიციპალიტეტის მერი კობა მურადაშვილი, დმანისის თეატრის ერთ-ერთი დამაარსებელი ჯუმბერ კოპალიანი და თეატრისა და კინოს სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტები ესწრებოდნენ. სპექტაკლ

ვრცლად
ინფრასტრუქტურული პროექტები აქტიურად მიმდინარეობსიმპორტირებული სიახლეები
26 მარტი, 2024

ინფრასტრუქტურული პროექტები აქტიურად მიმდინარეობს

ქვემო ქართლში სახელმწიფო რწმუნებულმა, გიორგი დოხტურიშვილმა, საქართველოს პარლამენტში ბოლნისის, დმანისის, თეთრიწყაროსა და წალკის მაჟორიტარმა, გოგი მეშველიანმა, დმანისის მუნიციპალიტეტის მერმა, კობა მურადაშვილმა და საკრებულოს თავმჯდომარემ, პაატა ყულიაშვილმა მუნიციპალიტეტში მიმდინარე ინფრასტრუქტურული პროექტები მოინახულეს.

ვრცლად
სადღესასწაულო წირვაიმპორტირებული სიახლეები
25 მარტი, 2024

სადღესასწაულო წირვა

ქალაქ დმანისის სულთმოფენობის სახელობის ტაძარში, დმანისის და აგარაკ-ტაშირის ეპარქიის მთავარეპისკოპოსმა ზენონ იარაჯულმა, ეპარქიის სამღვდელოებასთან ერთად, მართლმადიდებლობის ზეიმის კვირას, სადღესასწაულო წირვა აღავლინა და დმანისის მუნიციპალიტეტის სასაზღვრო მონუმენტზე განთავსებული სამეფო ჯვარი აკურთხა. კურთხევის ცერემონიალს დმანისის მუნიციპალიტეტის ხელმძღვანელი პირები ესწრებოდნენ.

ვრცლად
დმანისის მუნიციპალიტეტის ხელმძღვანელმა პირებმა სამუშაო შეხვედრა გამართესიმპორტირებული სიახლეები
22 მარტი, 2024

დმანისის მუნიციპალიტეტის ხელმძღვანელმა პირებმა სამუშაო შეხვედრა გამართეს

დმანისის მუნიციპალიტეტის ხელმძღვანელმა პირებმა სამუშაო შეხვედრა გამართეს იაპონიის საერთაშორისო განვითარების სააგენტოს წარმომდგენელთან მასაჰირო კატოსთან და საერთაშორისო ასოციაცია კივიტას გეორგიკას დირექტორთან გიორგი მესხიძესთან. 

ვრცლად
მარნეულის მუნიციპალიტეტში ნოვრუზ ბაირამისადმი მიძღვნილი ღონისძიება გაიმართაიმპორტირებული სიახლეები
21 მარტი, 2024

მარნეულის მუნიციპალიტეტში ნოვრუზ ბაირამისადმი მიძღვნილი ღონისძიება გაიმართა

სახალხო დღესასწაულს საქართველოს პრემიერ-მინისტრი, ირაკლი კობახიძე, მინისტრთა კაბინეტისა და საქართველოს პარლამენტის წევრები, ქვემო ქართლში სახელმწიფო რწმუნებული, გიორგი დოხტურიშვილი, დმანისის მუნიციპალიტეტის მერი, კობა მურადაშვილი და ადგილობრივი ხელისუფლების სხვა წარმომადგენლები ესწრებოდნენ.

ვრცლად
დმანისის მუნიციპალიტეტში  "ნოვრუზ ბაირამისადმი" მიძღვნილი ღონისძიება გაიმართაიმპორტირებული სიახლეები
20 მარტი, 2024

დმანისის მუნიციპალიტეტში "ნოვრუზ ბაირამისადმი" მიძღვნილი ღონისძიება გაიმართა

სახალხო დღესასწაულს დმანისის მუნიციპალიტეტის მერი, კობა მურადაშვილი, მერის მოადგილეები: კახა პეტრიაშვილი, თემური ზურაბიშვილი, არიფ სულეიმანოვი, საკრებულოს თავმჯდომარე, პაატა ყულიაშვილი, საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილეები, ოლეგი გოშუანი, რამიზ რამაზანოვი, აზერ ალიევი, საკრებულოს წევრები და ადგილობრივი თვითმმართველობის სხვა წარმომადგენლები ესწრებოდნენ.

ვრცლად
დმანისის მუნიციპალიტეტის მერმა კობა მურადაშვილმა სოფლის ექიმებთან და წითელი ჯვრის წარმომადგენლებთან სამუშაო შეხვედრა გამართაიმპორტირებული სიახლეები
19 მარტი, 2024

დმანისის მუნიციპალიტეტის მერმა კობა მურადაშვილმა სოფლის ექიმებთან და წითელი ჯვრის წარმომადგენლებთან სამუშაო შეხვედრა გამართა

სამუშაო შეხვედრაზე მხარეებმა დმანისის მუნიციპალიტეტის სოფლებში, წითელი ჯვრის და სოფლის ექიმის პროგრამის ეფექტურად განხორციელებისთვის, ურთიერთკოორდინირებული მუშაობის აუცილებლობაზე ისაუბრეს. დეტალურად იყო განხილული დმანისის მუნიციპალიტეტში ,,სოფლის ექიმის

ვრცლად
დმანისის მუნიციპალიტეტში მცხოვრებ, მოწყვლადი კატეგორიის 150 აზერბაიჯანელ მოქალაქეს ესტუმრნენ და პირადად მიულოცეს ნოვრუზ ბაირამის დღესასწაულიიმპორტირებული სიახლეები
18 მარტი, 2024

დმანისის მუნიციპალიტეტში მცხოვრებ, მოწყვლადი კატეგორიის 150 აზერბაიჯანელ მოქალაქეს ესტუმრნენ და პირადად მიულოცეს ნოვრუზ ბაირამის დღესასწაული

ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლები დმანისის მუნიციპალიტეტში მცხოვრებ, მოწყვლადი კატეგორიის 150 აზერბაიჯანელ მოქალაქეს ესტუმრნენ და პირადად მიულოცეს ნოვრუზ ბაირამის დღესასწაული. დმანისის მუნიციპალიტეტის თვითმმართველობა ყოველწლიურად უერთდება ამ დღესასწაულს და ეთნიკურ აზერბაიჯანელებთან ერთად აღნიშნავს.

ვრცლად
სპეციალურად შექმნილმა კომისიამ შეხვედრა გამართაიმპორტირებული სიახლეები
16 მარტი, 2024

სპეციალურად შექმნილმა კომისიამ შეხვედრა გამართა

დმანისის მუნიციპალიტეტის მერის ახალგაზრდული სათათბიროს წევრების შესარჩევად, სპეციალურად შექმნილმა კომისიამ შეხვედრა გამართა.

ვრცლად