დმანისის მუნიციპალიტეტი
ოფიციალური ვებგვერდი
0360 22 24 64
ცხელი ხაზი
2017-01-04

2017 წელს 4 იანვრიდან 30 იანვრის ჩათვლით დმანისის მუნიციპალიტეტის ,,ქალთა ოთახი" აცხადებს ფოტო კონკურს.
კონკურსი სახელწოდებით, ,, ქალი და მამაკაცი სოფლად''.
ფიტოებზე უნდა იყოს აღბეჭდილი რეგიონში ქალთა და მამაკაცთა ყოველდღიური ცხოვრება, მათი საქმიანობა, ერთობლივი მუშაობის პროცესი მოსავლის აღებაზე, მეცხოველეობის სფეროში, ბავშვების მოვლის კადრები და სხვა;
1 მონაწილეობის მიღება შეუძლია ნებისმიერი ასაკისა და საცხოვრებელი ადგილის წარმომადგენელს;
2 სურათები უნდა იყოს კარგი ხარისხის (300 dpi);
3 ერთ ადამიანს შესაძლებლობა აქვს წარადგინოს არაუმეტეს სამი სურათისა.
გამარჯვებული დაჯილდოვდება. 
გისურვებთ წარმატებას !

ვრცლად
2016-12-14

23 დეკემბერს ააიპ კულტურის და ხელოვნების ცენტრში გაიმართება საქველმოქმედო აქცია კონცერტი თეკლა დევდარიანის დასახმარებლად, რომელსაც ესაჭიროება ორივე თვალის ტრანსპლანტაცია.
,,ჩვენ დავინახავთ მზეს“ დასაწყისი 16:00 საათზე.
ღონისძიების მხარდამჭერია დმანისის მუნიციპალიტეტის თვითმმართველობა.

ვრცლად
2016-11-25

დმანისის მუნიციპალიტეტის მოსახლეობის საყურადღებოდ! 
მიმდინარე წლის 28 ნოემბერს დმანისის მუნიციპალიტეტის მოსახლეობას ექნება საშუალება ჩაიტაროს С ჰეპატიტის უფასო სკრინინგი - ლაბორატორიული გამოკვლევა. მობილური ლაბორატორია განთავსდება ქალაქ დმანისში სასწრაფო სამედიცინო დახმარების შენობასთან 12 საათიდან. 

 

 

ვრცლად
2016-11-16

21 ნოემბერს 18 საათზე ააიპ კულტურისა და ხელოვნების ცენტრში გაიმართება ვაჟა აზარაშვილის 80 წლისთავისადმი მიძღვნილი შემოქმედებითი საღამო. 
დასწრება თავისუფალია.

ვრცლად

ქსელის სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო, 31 ოქტომბერს ელექტრომომარაგება 11:00 საათიდან 18:00 საათამდე დმანისსა და მიმდებარე სოფლებში 6656 აბონენტს შეეზღუდება.

ვრცლად
2016-10-27

28 ოქტომბერს, 18:00 საათზე ზინაიდა კვერენჩხილაძის სახელობის დმანისის პროფესიულ დრამატულ თეატრში, გაიმართება ცნობილი ქართველი პოეტის ერეკლე საღლიანის შემოქმედებითი საღამო.

დასწრება თავ ისუფალია.

ვრცლად
2016-09-19

22 სექტემბერს 11:00 საათზე
პირველადი სამედიცინო დახმარების ცენტრში, ჰემატოლოგიისა და ტრანსფუზიოლოგიის ინსტიტუტი (სისხლის გადასხმის ინსტიტუტი) აწყობს აქციას დმანისის მუნიციპალიტეტში.

ვრცლად
2016-08-31
2016 წლის 1 სექტემბრიდან  4 სექტემბრის ჩათვლით ქ. თბილისში, საგამოფენო ცენტრში «Expo Geogria» გაიმართება ბელორუსის პირველი მასშტაბური ნაციონალური გამოფენა. გამოფენა გაიხსნება 1 სექტემბერს 12:00 საათზე.
ვრცლად
20 ივნისს 18-00 საათზე ააიპ კულტურის და ხელოვნების ცენტრის მიმდებარე ტერიტორიაზე
 
16 ივნისი, ხუთშაბათი, 2016 წელი
ვრცლად
სპექტაკლი ,,ძუნწი"
 
14 ივნისი, სამშაბათი, 2016 წელი
ვრცლად
1 ივნისი ბავშვთა დაცვის საერთაშორისო დღე
ღონისძიება დაიწყება 12 : 00 -საათზე „ა(ა)იპ“ დმანისის კულტურისა და ხელოვნების ცენტრის მიმდებარე ტერიტორიაზე. საჰაერო ბუშტებით და ფერადი ქაღალდებით საზეიმოდ მოირთვება „ა(ა)იპ“კულტურისა და ხელოვნების ცენტრის მიმდებარე ტერიტორია, ფერადი ცარცების გამოყენებით მოიხატება მოედანი, მუნიციპალიტეტის ყველა ბაღი ჩაერთვება საზეიმო კონცერტში „ა(ა)იპ“კულტურისა და ხელოვნების ცენტრის დარბაზში ბავშვებისათვის ნაჩვენები იქნება მულტფილმები. ღონისძიებას ორგანიზებას გაუწევს „ა(ა)იპ“კულტურისა და ხელოვნების ცენტრი. ღონისძიების მხარდამჭერია ა(ა)იპ“ სკოლამდელი აღზრდის დაწესებულება.
31 მაისი, სამშაბათი, 2016 წელი
ვრცლად
საქართველოს დამოუკიდებლობის დღისადმი მიძღვნილი საზეიმო კონცერტი
ჩატარების დრო 26 მაისი 12:00 საათი. ჩატარების ადგილი: ააიპ დმანისის კულტურის და ხელოვნების ცენტრის დარბაზი. საზეიმო ღონისძიებაზე მონაწილეობენ: ფოლკლორული ანსამბლი ,,შგარიდა“,,ქართველო ხელი ხმალს იკარ“ , ,,ფერხული“. ფოლკლორული ანსამბლი ,,ირინოლა“,,ჩონგურს სიმები გაუბი“ , ,,დიდოუ ნანა“ . ინტერნაციონალური ანსამბლი ,,დმანისური აისი“ „საქართველო“. ბავშვთა ფოლკლორული ანსამბლი ,,კიდევაც დაიზრდებიან“ ,,სამშობლო“, ,,კასლეთილა“. ბავშვთა ქორეოგრაფიული სტუდია ,,კიდევაც დაიზრდებიან“ ,,რაჭული“ , ,,ქალთა მთიულური“. ხალხური საკრავების სტუდია „მთიელ ქალთა ცეკვა“, გ.ყარაშვილის „სამშობლო“ სამეჯლისო ცეკვების სტუდია ,,დანსი“ ალსი, ჰიპ-ჰოპი. თეატრალური სტუდია ,,ბერიკები“. საესტრადო სტუდია „სამშობლო“. ქორეოგრაფიული ანსამბლი ,,მართვე“ ,,ყაზბეგური“ , ,,აფხაზური“. ფოიეში მოეწყობა ბავშვთა ნამუშევრების (ხატვა, რეწვა) გამოფენა. სამხატვრო ხელმძღვანელი ზოია ბერუაშვილი.
25 მაისი, ოთხშაბათი, 2016 წელი
ვრცლად
27 მაისს17:00 საათზე ააიპ დმანისის კულტურისა და ხელოვნების ცენტრის მიმდებარე ტერიტორიაზე, ღია ცის ქვეშ გაიმართება საზეიმო ღონისძიება მოწვეული მომღერლების მეშვეობით (ჯგუფი ,,ქუჩის ბიჭები“, ზურა დოიჯაშვილი, თიკა ჯამბურია და სხვ). დმანისის მუნიციპალიტეტის საჯარო სკოლების მე -12 კლასელებისთვის სკოლის დამთავრებასთან დაკავშირებით.
 
25 მაისი, ოთხშაბათი, 2016 წელი
ვრცლად
მიმდინარე წლის 24 მაისს დმანისის მუნიციპალიტეტის გამგეობის ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამსახურის მხარდაჭერით, ჯავრიშვილის კლინიკა ,,ოფთალმიჯი“-ს მაღალკვალიფიციური ექიმები დმანისში 13:00 – 18:00 საათამდე 03 - ის შენობაში უფასო გამოკვლევებს ჩაატარებენ, რომელიც მოიცავს 60 წლის ზემოთ პენსიონერ და სოციალურად დაუცველ პაციენტს
 
20 მაისი, პარასკევი, 2016 წელი
ვრცლად
საქართველოს სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამინისტრო იწყებს მოხალისეობის განვითარების პროგრამას ,,საქართველოს მოხალისე“
საქართველოს სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამინისტრო იწყებს მოხალისეობის განვითარების პროგრამას ,,საქართველოს მოხალისე“, როლის მიზანია მოხალისეობის ინსტიტუტის გაძლიერება, მოხალისეთა ერთიანი ქსელის შექმნა, მოხალისეობის პოპულარიზაცია, საკუთარი ნების საფუძველზე უანგარო შრომის იდეის პოპულარიზაცია. პროგრამის ფარგლებში შეირჩევა 17 დან 25 წლამდე ორი მოხალისე თითოეული მუნიციპალიტეტიდან. შერჩეული ახალგაზრდები მიიღებენ ,,საქართველოს მოხალისის“ სტატუსს, რომლებიც 10 დან 14 ივნისის ჩათვლით გაივლიან 5 დღიან ტრენინგ-სემინარს. პროგრამაში მონაწილე მოხალისეებს საშუალება ექნებათ: 1.გაიარონ 5 დღიანი ტრენინგ-სემინარი 2.მონაწილეობა მიიღონ სამინისტროს ეგიდით გამართულ ღონისძიებებში 3.ჩაერთონ საერთაშორისო მოხალისეობრივ პროექტებში (European Voluntary Service) 4.გამოვლინდნენ და დაჯილდოვდნენ წლის საუკეთესო მოხალისეები პროგრამაში მონაწილეობის მსურველმა კანდიდატებმა კონკურსის პირველ ეტაპზე რეგისტრაცია უნდა გაიარონ შემდეგ მისამართზე: http://youth.gov.ge/home 11 მაისიდან 31 მაისის ჩათვლით. კონკურსის მეორე ეტაპზე გადავლენ სააპლიკაციო ფორმების საფუძველზე შერჩეული კანდიდატები. საკონტაკტო პირი: ნიკა ქართველიშვილი დმანისის მუნიციპალიტეტის გამგეობის განათლების, კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამსახურის წამყვანი სპეციალისტი ახალგაზრდობის საქმეთა საკითხებში. 598 49 39 92
19 მაისი, ხუთშაბათი, 2016 წელი
ვრცლად
18 მაისს 14:00 საათზე დმანისის მუნიციპალიტეტში კულტურის სახლთან არსებულ სკვერში ეროვნული სამოსის დღე აღინიშნება. ვისაც აქვს ეროვნული სამოსი, მისასალმებელი იქნება, თუ აღნიშნული სამოსით შეუერთდება ღონისძიებას.
 
17 მაისი, სამშაბათი, 2016 წელი
ვრცლად
11 მაისს დმანისის მუნიციპალიტეტში საქველმოქმედო კონცერტი გაიმართება
 
25 აპრილი, ორშაბათი, 2016 წელი
ვრცლად
დმანისის მუნიციპალიტეტის კულტურის და ხელოვნების ცენტრი ცოცხალ წიგნებს უმასპინძლებს
საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტროს მხარდაჭერით, ა(ა)იპ კავშირი ,,პოეზიის მეგობართა კლუბი”, საქართველოს რეგიონებში ახორციელებს საგანმანათლებლო-ლიტერატურულ პროექტს ,,ცოცხალი წიგნები”. პროექტი გასულ წელს დაიწყო და წელსაც გრძელდება. ,,ცოცხალი წიგნები” დმანისში წელს 24 აპრილს დმანისის მუნიციპალიტეტის კულტურის და ხელოვნების ცენტრში 1:00 საათზე ჩატარდება.
22 აპრილი, პარასკევი, 2016 წელი
ვრცლად
15 აპრილს, ქალაქ დმანისის ააიპ კულტურის და ხელოვნების ცენტრში ,,დედაენის დღე" , ,,ვეფხისტყაოსნის” ავტორის შოთა რუსთაველის საიუბილეო - 850 წლი და სიყვარულის დღე ერთად აღინიშნება. ღონისძიების დასაწყისი 16:00.
 
14 აპრილი, ხუთშაბათი, 2016 წელი
ვრცლად
დღის წესრიგი N 6

დღის წესრიგი N 6.PDF

8 აპრილი, პარასკევი, 2016 წელი
ვრცლად
 

    2024 მაისი
    ორშსამოთხხუთპარშბკვ
    12345
    6789101112
    13141516171819
    20212223242526
    2728293031
     
    სიახლეები
    აპრ 23 სამ 2024
    652