დმანისის მუნიციპალიტეტი
ოფიციალური ვებგვერდი
0360 22 24 64
ცხელი ხაზი
სიახლეები

 

დმანისის მუნიციპალიტეტის საკრებულო დაჯილდოვდა 2018 წელს საჯარო ინფორმაციის ხელმისაწვდომობის უზრუნველყოფისათვის.
20 მაი 2019
 

დმანისის მუნიციპალიტეტის საკრებულო დაჯილდოვდა 2018 წელს საჯარო ინფორმაციის ხელმისაწვდომობის უზრუნველყოფისათვის.

ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტმა (IDFI) დღეს საჯარო უწყებებში საჯარო ინფორმაციის ხელმისაწვდომობის მდგომარეობის შესახებ ყოველწლიური ანგარიში და რეიტინგი გამოაქვეყნა. ანგარიში, სხვა საჯარო დაწესებულებებთან ერთად, ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოების გამჭვირვალობის ხარისხსაც სწავლობს.

როგორც პრეზენტაციიდან ირკვევა, 2018 წელს ინფორმაციის ხელმისაწვდომობის ყველაზე მაღალი, 100%-იანი მაჩვენებელი, 64 მუნიციპალიტეტიდან, 12 მუნიციპალიტეტს აქვს, თუმცა, ამ მუნიციპალიტეტებიდან მხოლოდ სამია მერია, 9 კი – საკრებულო.

ანგარიშის თანახმად, ინფორმაციის ხელმისაწვდომობის კუთხით საუკეთესო ზუგდიდის მერია და საკრებულოა. ეს ერთადერთი მუნიციპალიტეტია, რომლის აღმასრულებელი და წარმომადგენლობითი ორგანოებიც ყველაზე მაღალ სტანდარტს ერთნაირად აკმაყოფილებენ.

 საკრებულოებს, ამ მხრივ გამორჩეული ქარელის, ახალციხის, საჩხერის, ყვარლის, დმანისის, თიანეთის, ჭიათურის, ხობისა და ჩოხატაურის მუნიციპალიტეტების საკრებულოებია. მათაც, კვლევის თანახმად, 100%-იანი შედეგი დადეს.

 
 
მნახველთა რაოდენობა: 3066
 
 
 
სიახლეები
 

2026 ივლისი
ორშსამოთხხუთპარშბკვ
12345
6789101112
13141516171819
20212223242526
2728293031
 
სიახლეები
ივლ 09 ხუთ 2026
340
ივნ 24 ოთხ 2026
338