მიმდინარე წლის 18 დეკემბერს სამხარეო ადმინისტრაციის მხარდაჭერით და დმანისის მუნიციპალიტეტის გამგეობის ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამსახურის ორგანიზებით, მოსახლეობას უფასო სამედიცინო გამოკვლევები ჩაუტარდა.
უფასო სამედიცინო აქცია ქალაქ დმანისის N3 საჯარო სკოლის შენობაში, „კლინიკა ვაკეში“ – მ გამართა.
აქციის ფარგლებში 12 საათიდან მთელი დღის განმავლობაში, უფასო კონსულტაციებს და კვლევებს ატარებდნენ შემდეგი მიმართულების სპეციალისტები: გინეკოლოგი, კარდიოლოგი, (კარდიოგრაფიის აპარატით), ენდოკრინოლოგი, თერაპევტი, უროლოგი, ყბა-სახის ქირურგი, ტრავმატოლოგი და კოსმეტოლოგი. ჩატარდა ასევე ლაბორატორიული კვლევები.
დმანისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე ლერი ბერუაშვილი, გამგებლის მოადგილეები ზაზა გოშუანი და არიფ სულეიმანოვი, ასევ ეჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამსახურის უფროსი მეგი ედიბერიძე აქციის მიმდინარეობას ადგილზე გაეცნენ და მედიკოსებსა და პაციენტებს გაესაუბნენ.
ქვემო ქართლში სახელმწიფო რწმუნებულ-გუბერნატორის მხარდაჭერით აღნიშნული აქციით სარგებლობას ეტაპობრივად რეგიონის ყველა მუნიციპალიტეტის მოსახლეობა შეძლებს.
სიახლეები
დმანისის მუნიციპალიტეტში სამხარეო ადმინისტრაციის მხარდაჭერით მორიგი უფასო სამედიცინო აქცია ჩატარდა
18 დეკ 2016
მნახველთა რაოდენობა: 7311
სიახლეები
ივლ 09 ხუთ 2026
235
ივნ 24 ოთხ 2026
242
ივლ 05 კვ 2026
1035
ივლ 04 შბ 2026
1026
ივნ 29 ორშ 2026
1190

შექმენი ბიუჯეტი
ხელისუფლებასთან დაკავშირება
დამატებული პეტიციები
ბიუჯეტი
გამოკითხვა
გალერეა
ვიდეო
სტრატეგიული განვითარების გეგმა









































